„რამდენჯერ მოკვდი, რომ ახლა ასეთი ძლიერი ხარ…“ - ბათუმში დაკარგული ბიჭის დედა
1748699803
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, "ნიკა მელია იქცევა როგორც უცხოელებისგან გათამამებული ბავშვი."
ამასთან, შალვა პაპუაშვილმა ნიკა მელიას საკითხთან დაკავშირებით ელჩებს და უცხოელ პოლიტიკოსებს მიმართა.
"ნიკა მელია იქცევა როგორც უცხოელებისგან გათამამებული ბავშვი. გახსოვთ, წინა ჯერზე, მან თქვა, არც გირაოს გადავიხდი და ვერც დამიჭერთო. მიაბრძანეს საპატიმრო დაწესებულებაში. თუმცა, ვნახეთ ასევე, რომ ამის გამო სამი წელი ლიტვის და სხვა ხელისუფლებები საქართველოს სახელმწიფოს რეპუტაციას ულახავდნენ. აბრალებდნენ, თითქოს, ნიკა მელიას დაპატიმრებას მაშინ იყო პოლიტიკური დევნა. სამი წლის თავზე ფურცელი ააფარა ლიტვისა და სხვა ხელისუფლებებს სტრასბურგის სასამართლომ და უთხრა, რომ ისინი ცილს სწამებდნენ მთლიანად სახელმწიფოს, ერსა და ხალხს.
ზოგიერთ უცხოელ ელჩსა და ზოგიერთ უცხოელ პოლიტიკოსს მინდა მივმართო - ან ახლა უთხრან მელიას, გადაიხადოს გირაო, ან შემდეგ წუწუნს თავი დაანებონ, თუკი გირაოს გადაუხდელობის გამო სასამართლო მიიღებს მისი დაპატიმრების გადაწყვეტილებას," - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ნიკა მელიას სასამართლო სხდომა ხვალ, 14:00 საათზე გაიმართება. მისთვის შეფარდებული გირაოს გადახდის ვადა კი დღეს იწურება. წინასასამართლო სხდომა დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა ხვალისთვის გადაიდო. მიზეზი პროკურორების გამოუცხადებლობა გახდა. ოფიციალური განმარტებით, ბრალდების მხარის წარმომადგენლები სასწავლო ტრენინგს ესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50-ათასლარიანი გირაო დააკისრა.