ქუთაისი-ხონის გზაზე, მანქანა ხეს შეეჯახა და ამოტრიალდა – დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს

ავარია

ქუთაისი-ხონის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

სოფელ კუხთან ავტომობილი ხეს შეეჯახა და ამობრუნდა.

“ინფო იმერეთს” თვითმხილველებმა განუცხადეს, რომ მომხდარი შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, რომლებიც დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები და პოლიცია.

დაწყებულია გამოძიება.