იტალიიდან საქართველოში დაბრუნებულ 76 წლის ემიგრანტ დედას შვილმა ქირით გადასვლა ურჩია
1748548480
ბრალდებულის მიერ გაკეთებული განცხადებების შინაარსი არის გამოძიების კვლევის საგანი და ეს გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს, - ამის შესახებ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ განაცხადა, რითაც გიორგი ბაჩიაშვილის მიერ სასამართლო პროცესზე გაჟღერებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
მისივე განმარტებით, გამოძიებას სხვა უწყება აწარმოებს, რომელიც დამატებით ინფორმაციას გაავრცელებს.
„ბრალდებულის მიერ გაკეთებული განცხადებების შინაარსი არის გამოძიების კვლევის საგანი და ეს გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს. შესაბამისად, გამოძიება ნამდვილად მიმდინარეობს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება, შესაბამისად, თუ რაიმე დეტალი იქნება საჭირო, ბუნებრივია, ეს უწყება [განცხადებას] გააკეთებს. რაც შეეხება შინაარსს, ბრალდებულმა განაცხადა, როგორც საქართველოში ჩამოყვანასთან დაკავშირებით, ასე შემდეგ.
მიმდინარეობს გამოძიება, ამ კითხვებზე პასუხი, ბუნებრივია, გამოძიებას ექნება. იმ საკითხებზე, რაზეც ბრალდებულმა აქცენტი გააკეთა, ამასთან დაკავშირებით გამოძიება, მათ შორის მიმდინარეობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ამ ორგანომ შესაბამისი განმარტება საზოგადოების წინაშე გააკეთა, შესაბამისად, ბუნებრივია, მიმდინარეობს გამოძიება და ეს ორგანო, უწყება კომენტარს გააკეთებს. მე დეტალურ კომენტარს ვერ მოგახსენებთ, იმიტომ, რომ მე საპროცესო ზედამხედველობას არ ვახორციელებ”, - განაცხადა მიხეილ სადრაძემ.