შხაპის მიღება დილით ჯობია თუ საღამოს - მეცნიერებს ზუსტი პასუხი აქვთ
1748457470
სტამბოლში 2 ივნისს გასამართ რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ამერიკის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა.
კელოგის თქმით, აღნიშნული ქვეყნები ომის შეწყვეტის შესახებ უკრაინული მემორანდუმის პირველადი ვერსიის შექმნაზე მუშაობდნენ.
ამასთან, ტრამპის სპეცწარმომადგენელმა განაცხადა, რომ მემორანდუმის რუსული ვერსიის არარსებობა მოლაპარაკებებს ხელს უშლის.
„როცა ტრამპი პუტინს ელაპარაკებოდა, მან უთხრა, რომ ერთი კვირის განმავლობაში მემორანდუმს გადასცემს, თუმცა ეს ასე არ მოხდა“, - აღნიშნა კელოგმა.