„ტემპერატურა +35 გრადუსამდე მოიმატებს და შემდეგ ისევ აგრილდება“ - მეტეოროლოგი ასახელებს რიცხვს, როდიდან შეიცვლება ამინდი ქვეყანაში

კობა ფარტენაძე

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზის შესახებ წერს. 

სიცხე +35 გრადუსამდე და შემდეგ გრილი დღეები... ანტიციკლონი დღეს სტაბილურ და სასიამოვნო, მზიან ამინდს გვპირდება, სანაპირო კურორტებზე +34, დასავლეთის დაბლობზე +35, აღმოსავლეთის ბარში +29 გრადუსამდე დათბება.

ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე, ასევე გურიის მთიან სოფლებში, სამეგრელოს სანაპიროზე იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი, ცხელი ქარი. თუმცა, მეტეოროლოგიური პანორამა მიზანმიმართულია ახალი ცვლილებისთვის, რაც უკვე აშკარა გახდება ხვალისთვის, ატმოსფერული ფრონტი, რომელსაც თან ახლავს აშკარად უფრო გრილი, უფრო ნოტიო და არასტაბილური ჰაერის მასები, მზად არიან დაუპირისპირდნენ პოტენციური ენერგიით სავსე საკმაოდ თბილ ატმოსფეროს.

ამიტომაც, დღევანდელ ცხელ ამინდს, ხვალინდელი არასტაბილურობა ჩაანაცვლებს. 27 მაისიდან, რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი პერიოდულად ხანმოკლე წვიმითა და ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა, დროდადრო იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.

გასათვალისწინებელია ხვალ, 27 მაისს სანაპირო კურორტები, ფრთხილად იყავით, რადგან თბილ ჰაერის მასებსა და უფრო გრილ და ნოტიო მასებს შორის კონტრასტმა ადვილად შეიძლება ხელი შეუწყოს მნიშვნელოვანი შტორმული სისტემების განვითარებას, რასაც თან ახლავს ქარის უეცარი ნაკადები,“ - წერს კობა ფარტენაძე.