იტალიიდან საქართველოში დაბრუნებულ 76 წლის ემიგრანტ დედას შვილმა ქირით გადასვლა ურჩია
1748548480
ნიკა მელიას სასამართლო სხდომა ხვალ, 14:00 საათზე გაიმართება - მისთვის შეფარდებული გირაოს გადახდის ვადა კი დღეს იწურება. წინასასამართლო სხდომა დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა ხვალისთვის გადაიდო. მიზეზი პროკურორების გამოუცხადებლობა გახდა.
ოფიციალური განმარტებით, ბრალდების მხარის წარმომადგენლები სასწავლო ტრენინგს ესწრებიან. ნიკა მელიას წინააღმდეგ საქმე აღძრულია პარლამენტში დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო.
აქამდე არსებული პრაქტიკით, მაშინ როდესაც პოლიტიკოსები არ იხდიან გირაოს პროკურატურა პატიმრობის შუამდგომლობას აყენებს.