ნიკა მელიას წინასასამართლო სხდომა 30 მაისისთვის გადაიდო - ადვოკატი ვარაუდობს, რომ მელიას გირაოს პატიმრობით შეუცვლიან

ნიკა მელია

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ნიკა მელიას წინასასამართლო სხდომა 30 მაისისთვის გადაიდო. პროცესი ხვალ, 14:00 საათზე დაიწყება. მიზეზი პროკურორების გამოუცხადებლობა გახდა, რომლებიც სხდომას სასწავლო ტრენინგის გამო არ დაესწრნენ.

სხდომაზე არ იმყოფებოდა არც ნიკა მელია, რომელსაც პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო შეფარდებული გირაოს გადახდის ვადა დღეს ეწურება.

ადვოკატმა სხდომაზე ითხოვა, პროცესი შემდეგ კვირას ჩანიშნულიყო, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ გაითვალისწინა. ადვოკატი ვარაუდობს, რომ მელიას აღკვეთის ღონისძიებას - გირაოს, პატიმრობით შეუცვლიან.