ჩეხეთი ჩინეთს საგარეო საქმეთა სამინისტროზე კიბერთავდასხმაში ადანაშაულებს

ჩეხეთი

ჩეხეთი ჩინეთს საგარეო საქმეთა სამინისტროზე კიბერთავდასხმაში ადანაშაულებს. ჩეხეთის საგარეო უწყებაში ჩინეთის ელჩი დაიბარეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ დაწერა.

„მე დავიბარე ჩინეთის ელჩი, რათა ჩინურ მხარს გავაგებინო, რომ ამგვარ ქმედებებს აქვს სერიოზული შედეგები ორმხრივი ურთიერთობებისთვის“, – წერს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

იან ლიპავსკის თქმით, ჩინეთი ერევა ჩეხეთის საზოგადოებაში მანიპულაციების, პროპაგანდისა და კიბერთავდასხმების გზით. როგორც მან აღნიშნა, ჩეხეთის საგარეო უწყებამ ბოროტმოქმედები უშუალოდ კიბერთავდასხმის დროს გამოავლინეს.

მანამდე ჩეხეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ კიბერკამპანიის უკან ჩინეთი დგას. ჩეხური მხარის ცნობით, კიბერაქტივობა უწყების წინააღმდეგ 2022 წლიდან ხორციელდებოდა.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ მავნებლური კიბერკამპანიის შემდეგ ჩეხეთს სოლიდარობა გამოუცხადა ნატო-მ.

„ჩვენ მკაცრად ვგმობთ მავნებლურ კიბერსაქმიანობას, რომლის მზიანია ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის, დემოკრატიული ინსტრუმენტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის ძირის გამოთხრა“, – ნათქვამია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის განცხადებაში.

ნატო მოუწოდებს ყველა სახელმწიფოს, მათ შორის ჩინეთს, თავი შეიკავოს საზიანო კიბერსაქმიანობისგან, დაიცვას საერთაშორისო სამართალი და შეასრულოს საჯარო განცხადებები და საერთაშორისო ვალდებულებები.