„ოჯახის 7 წევრი ძილში დახოცა და მათი ცხედრები ავტოფარეხის ორმოში ჩაყარა..." - ისტორია, რომელმაც მსოფლიო შეძრა

რობერტ კუკის ისტორია

რობერტ რეიმონდ კუკის სისასტიკემ მსოფლიო შეძრა. 1959 წელს რობერტმა მამა, დედინაცვალი, დეიზი კუკი და 5 ნახევარ და-ძმა მოკლა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, მკვლელობის დროს რობერტის მამა, 65 წლის იყო, დედინაცვალი, ნახევარ და-ძმების ასაკი კი 3-9 წლამდე მერყეობდა.

ვინ იყო რობერტ რეიმონდ კუკი

ამ საზარელ მკვლელობამდე რობერტ კუკი მცირე დანაშაულების გამო არაერთხელ დაუკავებიათ. 14-22 წლამდე, კუკი ციხის გარეთ ჯამში მხოლოდ 243 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. 

კუკი ციხიდან 2 წლის გამოსული იყო, როდესაც ოჯახი დახოცა. მანამდე მან მამის მანქანის გაყიდვა და დოკუმენტაციის გაყალბება სცადა.  როდესაც პოლიციის ოფიცრები რობერტის მამის დასაკითხად წავიდნენ  - მათ წინ საზარელი სანახაობა გადაიშალა.  რობერტის მამის, დედინაცვლისა და 5 ნახევარ და-ძმის ცხედარს პოლიციამ ოჯახის ავტოფარეხის ქვეშ  მექანიკოსისთვის განკუთვნილ ორმოში მიაგნო. მათი საწოლები სისხლით იყო გაჟღენთილი, რამაც პოლიციას აფიქრებინა, რომ რობერტმა ისინი ძილში დახოცა. 

რობერტი 30 დღის განმავლობაში ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაგზავნეს. თუმცა, რამდენიმე დღის შემდეგ ის გამოიქცა. პოლიციამ მისი დაკავება შეძლო. 

კუკი თავის დანაშაულს არ აღიარებდა. სასამართლო პროცესამდე მან პოემაც კი დაწერა, სადაც მომხდარში იდუმალი დამნაშავე დაადანაშაულა. 

„მე ციხეში ვზივარ მაშინ, როდესაც ჩემი ოჯახის მკვლელი გარეთ დადის",- წერდა კუკი. 

საზოგადოების ნაწილი ფიქრობდა, რომ კუკი უდანაშაულო იყო, ზოგი იმასაც ამბობდა, რომ კუკი უბრალოდ მსხვერპლი იყო.