ფული

1779032649

„ამ მარტივი რიტუალით მოიზიდავთ სასურველ ფინანსებს, შესაძლოა ხელფასის ზრდა" - ფენშუის სპეციალისტი

ფენშუის სპეციალისტი ფინანსების მოსაზიდ რიტუალს გვიზიარებს. „17 მაისს, 00.03 საათზე არის ახალმთვარეობა  - ახალმთვარეობა-ფინანსების მოსაზიდი უძლიერესი რიტუალი ამ დღის ენერგეტიკა იმდენად ძლიერია, რომ მას ოდითგანვე იყენებდნენ სხვადასხვა რიტუალებში ყველაზე მარტივი და უზომოდ ეფექტური ფინანსების მოსაზიდი რიტუალი   დაწყებული დღევანდელი დღიდან, ყოველდღე, 1 ივნისამდე , ყოველ საღამოს მოათავსეთ გახსნილი საფულე ფანჯრის რაფაზე, სასურველია საბანკო ბარათების გარდა რამოდენიმე კუპიურაც იდოს, გააჩერეთ დილამდე, შემდეგ აიღეთ და ჩვეულებრივად ატარეთ, საღამოს ისევ იგივე რიტუალს აკეთებთ და ასე 31 მაისამდე, უზომოდ ბევრი კითხვა შემოდის და ამიტომ დეტალურ ინფორმაციას გაწვდით ბოლოს 31 მაისს მოათავსებთ რაფაზე და 1 ივნისს დილით აიღებთამ მარტივი რიტუალით მოიზიდავთ საოცარ სასურველ ფინანსებს, შესაძლოა ხელფასის ზრდა, ახალი სასურველი სამსახურის მოძიება, ეს უკვე სამყაროს მივანდოთ  იმისათვის, რომ მაქსიმალური შედეგი მიიღოთ, დაგვიწერეთ  , ეს იქნება თქვენი მადლობა და კარმული დამატებითი პლიუსი  რადგან ნებისმიერი მიღებული დახმარებისა თუ ინფორმაციისათვის მადლიერება აუცილებელი პირობა გახლავთ ყოველთვის   ყველას ულევ ფინანსებს გისურვებთ  კომენტარებში დავწეროთ ამ ახალმთვარეობამ შემოსავლების ახალი წყაროები გამიხსნა".  

არუნ ხათრი

1779030437

სუშის მოყვარულებო, იყავით ფრთხილად“ – არუნ ხათრის მნიშვნელოვანი რჩევა საზოგადოებას

 ხალხური მედიცინის ექსპერტი არუნ ხათრი სოციალურ ქსელში მორიგ სასარგებლო რჩევას გვიზიარებს, რომელის სუშის მირთმევის დროს დაშვებულ შეცდომას ეხება. როგორც არუნ საუბრობს, არასწორად შენახვის შემთხვევაში პროდუქტზე პარაზიტები მრავლდებიან.„სუში არის ძალიან საშიში საჭმელი, მისი ჭამის დროს შეიძლება პარაზიტები ჩვენს ორგანიზმში მოხვდეს. ამიტომ არსებობს წესები. მინუს 30, 35 გრადუსამდე ინახება ეს უმი თევზები, რომ შემდეგ ადამიანმა ის უკვე მიირთვას.ჩვენ ხშირად ვხედავთ შეფუთულ მდგომარეობაში სუშს მარკეტებში, სადაც რა თქმა უნდა არ არის ის ტემპერატურა რაც ამ პროდუქტის შენახვას სჭირდება.წარმოიდგინეთ, ეს პარაზიტი რომ ადამიანის ორგანიზში მოხვდეს, შემდეგ მისი გარეთ გამოყვანა რთულია. ასე რომ სუშის მოყვარულებო იყავით ფრთხილად“ – ამბობს გავრცელებულ ვიდეოში არუნ ხათრი. 

ახალი მთვარე

1779029708

2026 წლის 16 მაისს კუროს ნიშანში ახალი მთვარეა - რა უნდა გავაკეთოთ ამ დღეს წარმატების მისაღწევად და რასთან უნდა ვიყოთ ფრთხილად

 2026 წლის 16 მაისს კუროს ნიშანში ახალმთვარეობა საუკეთესო მომენტია იმისთვის, რომ ფუჭ ოცნებებს თავი დავანებოთ და დავიწყოთ ისეთი ცხოვრების შენება, რომელშიც თავს ნამდვილად მშვიდად, კომფორტულად და მყარად ვიგრძნობთ.ამ დღეს კუროს ნიშნისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული - რეალისტური, პრაქტიკული ენერგია გვახსენებს თავს. ყურადღების ცენტრში არა აბსტრაქტული იდეები, არამედ სრულიად ხელშესახები, ყოფითი საკითხები: ფული, რესურსები, სხეულის ჯანმრთელობა და უსაფრთხოების განცდა მოექცევა. ამ მყარ სურათს მერკურისა და ურანის სიახლოვე ერთგვარ მოულოდნელობას სძენს და ასტროლოგების თქმით, მოვლენათა განვითარებაში სიურპრიზები შემოაქვს.რას გვიმზადებს 16 მაისის ახალმთვარეობა?ახალმთვარეობა ის დროა, როდესაც მზე და მთვარე ზოდიაქოს ერთსა და იმავე წერტილში ხვდებიან. ამ დროს მთვარე დედამიწასა და მზეს შორის მოექცევა ხოლმე და ჩვენი თვალისთვის უხილავი ხდება. სწორედ ამ "ბნელ" პაუზაში, ვიდრე მთვარე კვლავ სინათლით აივსება, სამყარო ჩვენი ჩანაფიქრების მიმართ განსაკუთრებით მიმღები ხდება. ეს მხოლოდ ლამაზი შედარება არ გახლავთ - ეს არის პრინციპი, რომელსაც მთვარის ციკლებზე მომუშავე პრაქტიკოსები ათასწლეულებია იყენებენ: ახალმთვარეობისას ჩაყრილი საფუძველი მთვარესთან ერთად მომდევნო კვირებისა და თვეების განმავლობაში ვითარდება. ჩრდილოეთ ამერიკის ძირძველი ხალხების ტრადიციით, მაისის მთვარეს, გაზაფხულის ყვავილობის გამო, "ყვავილოვან მთვარეს" უწოდებენ. სიმბოლურია, რომ სწორედ ეს პერიოდი იქცევა ახალი მიზნების დასახვის წერტილად: სანამ 1-ელი მაისის სავსემთვარეობის შუქი ნელ-ნელა ქრება, ჩვენ იმ საქმეებს ვიწყებთ, რომლებმაც მომავალში ნაყოფი უნდა გამოიღოს.ეს 2026 წლის რიგით მეხუთე და ერთ-ერთი ყველაზე "ხელშესახები" ახალმთვარეობა გახლავთ. კუროში მთვარე განსაკუთრებულ ძალას იძენს - ეს ის ნიშანია, რომელშიც იგი თავს ყველაზე მყარად გრძნობს და თავის ენერგიას სრულად ათავისუფლებს. ამიტომ, ყველაფერი, რაც მატერიალურ სამყაროს, სხეულსა და სიმტკიცეს უკავშირდება, ამ დღეს სამყაროსგან დიდ მხარდაჭერას მოიპოვებს.  ასტროლოგიური სურათი და პლანეტების გავლენა:მთვარის გარშემო სხვა პლანეტებიც იყრიან თავს და საერთო სურათში თავიანთი წვლილი შეაქვთ.მერკური კუროში: იგი ახალმთვარეობის უშუალო სიახლოვესაა, რაც ჩვენს ფიქრებსა და მსჯელობებს მეტ სიცხადეს მატებს. ასტროლოგიაში ეს მათი თვისებების სრულ შერწყმას ნიშნავს. მერკური აქ დინჯი და პრაქტიკულია, რის გამოც ადამიანების სიტყვები უფრო წონადი და დამაჯერებელი ხდება. სწორედ ამიტომ, ამ დღეს ფურცელზე ხელით დაწერილ გეგმებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ასტროლოგების თქმით, მათი რეალიზება ბევრად მარტივი გახდება.ურანი ტყუპების პირველ გრადუსზე: ეს პლანეტა მოულოდნელი გარდაქმნებისა და მიგნებების სიმბოლოა. მას კუროს სტაბილურ გარემოში გაუთვალისწინებლობის ელემენტი შემოაქვს. შესაძლოა გეგმები შეგეცვალოთ ან ახალმა ინფორმაციამ ნაცნობი სურათი სრულიად შეცვალოს. ნუ შეშფოთდებით - ეს უბრალოდ იმის ნიშანია, რომ მოქნილობა უნდა გამოიჩინოთ და ახალ რეალობას სწრაფად მოერგოთ.იუპიტერი კირჩხიბში: იგი ახალმთვარეობასთან ჰარმონიულ კავშირს ამყარებს და ყოველთვის ემოციურ უსაფრთხოებაზე, ოჯახსა და შინაგან სიმტკიცეზე ზრუნავს. მისი გზავნილია: ის, რასაც ახლა დაიწყებთ, თბილ და ხელშემწყობ ნიადაგზე აღმოცენდება.ეს ახალმთვარეობა არა მხოლოდ რეალისტური, არამედ ენერგეტიკულად განსაკუთრებით ძლიერია. იგი მოგვიწოდებს, რომ ოცნებებს ხელშესახები სახე მივცეთ და პირველი ნაბიჯები გადავდგათ. რა უნდა გავაკეთოთ და რასთან უნდა ვიყოთ ფრთხილად ამ დღეს:რეკომენდაციები:ჩამოწერეთ მიზნები ხელით: კურო მატერიალიზაციაზე აგებს პასუხს, ამიტომ წერის ფიზიკური პროცესი თქვენს ჩანაფიქრს აძლიერებს. წერეთ აწმყო დროში, თითქოს სასურველი მიზანი უკვე მიღწეულია.მოაწესრიგეთ ფინანსები: გადახედეთ ხარჯებს, გახსენით ანაბარი ან უბრალოდ დაგეგმეთ ბიუჯეტი. კუროს ენერგია ფინანსურ წინდახედულობას ხელს უწყობს.იზრუნეთ სხეულსა და ჯანმრთელობაზე: ექიმთან ვიზიტი, კვების რეჟიმის შეცვლა ან ვარჯიშის დაწყება სწორედ ახლა ჯობს. სხეულის მოთხოვნილებების მოსმენა ამ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია.ღირებულებების გადაფასება: დაფიქრდით, რა არის თქვენთვის ნამდვილად ძვირფასი და არა სხვების მიერ თავსმოხვეული? პრიორიტეტების განსაზღვრისთვის საუკეთესო დროა.კავშირი ბუნებასთან: გაისეირნეთ, შეეხეთ მიწას ან დარგეთ მცენარე. ეს დაგეხმარებათ, რომ თავი უფრო თავდაჯერებულად და მყარად იგრძნოთ...ვრცლად

დემნა

1779028408

ვარსკვლავთცვენა პოდიუმზე - დემნა გვასალიამ Gucci-ის პირველი კრუიზული კოლექცია წარადგინა

ცოტა ხნის წინ დემნა გვასალიამ „გუჩის“ 2027 წლის პირველი, კრუიზული კოლექცია წარადგინა. ჩვენება ნიუ-იორკში, თაიმს სკვერზე გაიმართა. რეზორტისა და კრუიზის სამოსი იმ ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც ცივ სეზონს თბილ ქვეყნებში ატარებენ. კრუიზული კოლექციის ჩვენებები, ტრადიციულად, აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისში იმართება.აღსანიშნავია, რომ  „გუჩის“ პირველი მაღაზიაში ნიუ-იორკში სწორედ თაიმს სკვერზე გაიხსნა. „ჩვენების გამართვა ამ ადგილას, ბრენდისთვის  სახლში დაბრუნებას ჰგავდა“,-  განაცხადა დემნა გვასალიამ უცხოური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში.ქართველი დიზაინერის თქმით, ინსპირაციის წყაროდ რობერტ ლონგოს ფოტოსურათი „კაცები ქალაქებში“ იქცა. სურათებში კორპორატიულ კოსტიუმებში გამოწყობილი ფიგურები ექსტრემალურ მოძრაობებს ასრულებენ. დემნა გვასალია ასეთ სიტყვებს ამბობს: „ამ კოლექციით მინდოდა ის ადამიანები წარმომეჩინა, რომლებსაც ქუჩაში სიარულისას ვხვდებით. ისინი ინდივიდუალურები არიან და მრავალფეროვანი სტილი აქვთ“.კოლექცია საკმაოდ ორიგინალური იყო. ის მდიდრულ კოსტიუმებს, ზოლებით გაფორმებულ სამოსს, დაბალწელიან ჯინსებსა და მოკლე ტოპებს აერთიანებდა. ნიუ-იორკელების მსგავსად, მოდელებს ხელში აიფონები, თაიგულები, გასაღებები და იოგას ხალიჩები ეკავათ.  ჭარბობდა როგორც მუქი, ისე ღია ფერები.  გამოცემა „ვოგის“ ინფორმაციით, დემნამ გუჩის ნივთებს ამერიკული ხასიათი შემატა. საკმაოდ მრავალფეროვანი იყო პოდიუმზე გამოსული მოდელების ჩამონათვალიც. დემნამ არჩევანი ისეთ ცნობილ სახეებზე გააკეთა, როგორებიც სინდი კროუფორდი, ქენდის სვეინპოლი, პერის ჰილტონი, ტომ ბრედი, ანოკ იაი, ემილი რატაკოვსკი, ალექს კონსანი და მარიაკარლა ბოსკონო  არიან.  კრუიზული კოლექციის ჩვენებას არაერთი ვარსკვლავი დაესწრო – მათ შორის კიმ კარდაშიანი და მერაია ქერი.აქვე აუცილებლად უნდა ვახსენოთ შოუს მოსაწვევიც. დემნამ ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და საკმაოდ კრეატიული გადაწყვეტილება მიიღო. ქართველმა დიზაინერმა სტუმრებს ოქროსფერი გასაღები და მისი ჩასადები გაუგზავნა. რა თქმა უნდა, გუჩის ბრენდირებით.ჩვენება სინდი კროუფორდმა დახურა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ შოუს დასასრულ პოდიუმზე თავად ქართველი დიზაინერიც ვიხილეთ.კრუიზული კოლექცია უკვე ხელმისაწვდომია როგორც ონლაინ, ისე გუჩის ოფიციალურად მაღაზიებში. 

ლატარია

1779027187

მამაკაცმა ლატარიაში მე-18-ედ მოიგო (უცხოეთი)

გამორჩეულად იღბლიანი ადამიანები ხომ არსებობენ? ხოდა ასეთია რობერტ ბევანი.აიდაჰოს მკვიდრი, რომელმაც ეს-ესაა მეთვრამეტედ მოიგო 50 000 დოლარის ოდენობის პრიზი ლატარიაში.აიდაჰოს ლატარიის კომპანიამ ამის შესახებ ინფორმაცია ინსტაგრამის პოსტში გააზიარა. 1997 წელს, რობერტი ასევე იყო ლატარიის ლეგენდარული „ბლეიზერ ბაქსის“ აქციის ერთ-ერთი გამარჯვებული, როდესაც აიდაჰოს ლატარიამ  შვიდი  შევროლეტი გადასცა მომხმარებლებს. ავტომობილის  გარდა, რობერტს მოგებული აქვს პრიზები 1000-დან 200 000 დოლარამდე თანხის ოდენობით.

ებოლა

1779024795

გარდაცვალების 80, ინფიცირების 246 სავარაუდო შემთხვევა - კონგოში ებოლას ვირუსის აფეთქებას ებრძვიან - The Guardian

ებოლა დაბრუნდა - კონგოსა და უგანდაში ვირუსის მორიგი აფეთქებაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შექმნილი ვითარება  საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა.თუმცა, ჯანმოში ამბობენ, რომ ებოლას აფეთქება პანდემიის გამომწვევი სიტუაციის კრიტერიუმებს ჯერჯერობით არ აკმაყოფილებს. გაროს ჯანდაცვის უწყების ცნობით, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლათი გარდაცვალების 80 სავარაუდო, ხოლო ინფიცირების 246 შემთხვევა ფიქსირდება.  როგორ ვრცელდება და რა სიმპტომები ახასიათებს ებოლას ვირუსსებოლას ვირუსით (წარსულში ცნობილი იყო, როგორც ებოლას ჰემორაგიული ცხელება) გამოწვეული დაავადება მიმდინარეობს მძიმედ, ხშირად ფატალურად; ლეტალობა 90%-ს აღწევს. ავადმყოფობა ვრცელდება ადამიანებსა და პრიმატებში (მაიმუნი, გორილა და შიმპანზე).ინფექციას იწვევს ვირუსი, რომელიც მიეკუთვნება ფილოვირუსების ოჯახს, ებოლავირუსების გვარს.დაინფიცირება დაავადებული ადამიანის, ცხოველის სისხლთან, სისხლის კომპონენტებთან, დაბინძურებულ გარემოსთან ან საგნებთან კონტაქტის შედეგად ხდება.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ ურჩევს მოსახლეობას სახლის პირობებში იზრუნონ ადამიანზე, რომელსაც აღენიშნება ებოლას ვირუსული დაავადებისათვის დამახასიათებელი სიმპტომები.სპეციალისტების განმარტებით, ეპიდაფეთქების დროს, მაღალი რისკის ქვეშ არიან: სამედიცინო პერსონალი; ოჯახის წევრები ან ის პირები, რომლებსაც ახლო კონტაქტი ჰქონდათ დაავადებულ ადამიანთან; ადამიანები, რომლებსაც უშუალო შეხება ჰქონდათ დაკრძალვის პროცესში გარდაცვლილთან. ინფექციის დამახასიათებელი ნიშნები და სიმპტომებია: უეცარი ცხელება; ძლიერი სისუსტე; კუნთების, თავისა და ყელის ტკივილი; ამას მოსდევს ღებინება, დიარეა, გამონაყარი, თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციის გაუარესება და, ზოგ შემთხვევაში, შიდა და გარე სისხლდენა ერთდროულად.ებოლას ვირუსით ინფიცირება დასტურდება მხოლოდ ლაბორატორიული ტესტირებით.მძიმედ დაავადებული პაციენტები საჭიროებენ ინტენსიურ თერაპიას. მათი ორგანიზმი დეჰიდრატირებულია და საჭიროებს ორალურ რეჰიდრატაციას ან ინტრავენურ სითხეებს, რომლებიც შეიცავს ელექტროლიტებს.ზოგიერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევით.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, მოსახლეობას ურჩევს, რომ გაითვალისწინონ რჩევები, რომელსაც იძლევა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანოები. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს სპეციფიკური წამალი ებოლას წინააღმდეგ, საუკეთესო გზა სამედიცინო პერსონალის მიერ საავადმყოფოებში ინტენსიური მკურნალობის ჩატარებაა ინფექციის მკაცრი კონტროლის პროცედურების დაცვით.

მართვის მოწმობა

1779022095

სიახლე მართვის მოწმობის აღების მსურველთათვის

 შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მიმდინარე წლის ივნისის თვიდან, ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილება ამოქმედდება.ცვლილების ამოქმედებამდე, თუ მოქალაქეებს ჰქონდათ შესაძლებლობა ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის, როგორც გეგმური, ასევე, არაგეგმური (250 ლარიანი) გამოცდით ესარგებლათ, ცვლილების ამოქმედების შემდეგ, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მხოლოდ გეგმური გამოცდები ჩატარდება. მოქალაქეებს არაგეგმური გამოცდის ჩაბარების საშუალება მხოლოდ შაბათს ექნებათ.„აქვე აღვნიშნავთ, რომ არაგეგმური გამოცდების კვოტა მთლიანად დაემატება გეგმურ გამოცდებს“, - აღნიშნულია მომსახურების სააგენტოს ინფორმაციაში.

მართვის მოწმობა

1779015408

მართვის მოწმობის გამოცდის დაჯავშნის პროცესი მარტივდება

 შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მძღოლობის იმ კანდიდატებისთვის, რომლებსაც მართვის მოწმობის მისაღებად განსაზღვრული 365 – დღიანი ვადა უახლოეს პერიოდში ეწურებათ, გამოცდის დაჯავშნის პროცესს ამარტივებს. მძღოლობის კანდიდატებს, რომლებსაც მინიჭებული 365 – დღიანი ვადა უახლოეს პერიოდში ეწურებათ, სააგენტოს ცხელი ხაზის (1272) მეშვეობით შეუძლიათ დააფიქსირონ ინფორმაცია და ისარგებლონ გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობით.ამასთან, სააგენტო განმარტავს პრაქტიკული გამოცდის დაჯავშნის წესებს, რომელიც ბოლო მცდელობიდან გასული დროის მიხედვით განისაზღვრება:გეგმური ჯავშანი – ვრცელდება იმ კანდიდატებზე, რომელთაც ბოლო გამოცდიდან 30 დღეზე მეტი ვადა აქვთ გასული;არაგეგმური ჯავშანი – ვრცელდება იმ კანდიდატებზე, რომელთაც ბოლო გამოცდიდან 30 დღეზე ნაკლები ვადა აქვთ გასული.

ნათლობაა

1779012705

ილია მეორის მიერ დამკვიდრებული საყოველთაო ნათლობების ტრადიცია გაგრძელდება - კათოლიკოს-პატრიარქი შიო III

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტის, შიო მესამის განცხადებით, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის მიერ დამკვიდრებული საყოველთაო ნათლობების ტრადიცია გაგრძელდება. ამის შესახებ შიო მესამემ სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგების დროს განაცხადა.მისივე თქმით, აღნიშნული ტრადიცია ერის დემოგრაფიული წინსვლისა და სულიერი განმტკიცების ხელშემწყობად იქცა."წელს, პირველად ვხვდები ამ დღეს მის გარეშე, თუმცა დღესასწაულის აღნიშვნით კვლავ ცოცხლობს მისი დიდი სულიერი მემკვიდრეობა. ის სიყვარული, ერთობა და ოჯახური სიწმინდისადმი პატივისცემა, რომელთაც იგი მთელი თავის მოღვაწეობის განმავლობაში ამკვიდრებდა ჩვენს ხალხში.რა თმა უნდა, ასევე გაგრძელდება მის მიერ დამკვიდრებული საყოველთაო ნათლობების ტრადიციაც, რომელიც ჩვენი ერის დემოგრაფიული წინსვლის და სულიერი განმტკიცების ხელშემწყობად იქცა. ქრისტიანული სწავლება ოჯახს მოიხსენიებს მცირე ეკლესიად, იმ სულიერ სივრცედ, სადაც წმინდა იოანე ოქროპირს თუ დავესესხებით, მკვიდრობს უფალი და სადაც თავგანწირვით, სიყვარულით ერთმანეთისთვის ლოცვით ვიზრდებით სულიერებაში", - განაცხადა შიო მესამემ.

შიო მესამე

1778994629

საქართველო ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს აღნიშნავს - ეს დღე 2014 წელს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დააწესა

 12 წლიანი ტრადიცია გრძელდება - საქართველო ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს აღნიშნავს. ეს პირველი 17 მაისია კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარეშე და პირველი 17 მაისი ახლად არჩეული კათოლიკოს-პატრიარქის შიო III-ის მეთაურობით.141-ე წინამძღოლის საქმეს, 142- ე განაგრძობს. 10 საათი და 10 დიდი ქალაქი- საყოველთაო შეკრება, რომელსაც სახალხო რეფერენდუმი არაერთხელ ეწოდა - მთელს საქართველოში ერთდროულად დაიწყება. საზოგადოება ქაშუეთიდან ლოცვითი მსვლელობით სამების საკათედრო ტაძრისკენ გაემართება.ადგილზე მისულ მრევლს, კი პატრიარქი შიო მესამე დალოცავს. უწმინდესი და უნეტარესი დღეს სამების საკათედრო ტაძარში პირველ წირვას ჩაატარებს. სადღესასწაულო მსახურებას მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციები და მაღალი რანგის სასულიერო პირები დაესწრებიან.მსვლელობაში ჩაერთვებიან საკვირაო სკოლები როგორც მცხეთა-თბილისის, ისე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა ეპარქიებიდანაც. 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ 2014 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ გამოაცხადა.

მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია

1778993455

მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია საქართველოშია

 მსოფლიო საპატრიარქოს ოფიციალური დელეგაცია საქართველოშია - ინფორმაციას "მსოფლიო საეკლესიო სიახლენი" ავრცელებს.როგორც გავრცელებულ ტექსტში ვკითხულობთ, დელეგაცია რომელიც კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს უკვე შეხვდა, სამების საკათედრო ტაძარში წირვას დაესწრება."2026 წლის 16 მაისს მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია, რომელსაც ინგლისის მიტროპოლიტი ნიკიტა ხელმძღვანელობს საქართველოს ახალ პატრიარქს შეხვდა.საპატრიარქოს ცნობით, ხვალ 17 მაისს სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესიების წარმომადგენლები ერთობლივ წირვაში მიიღებენ მონაწილეობას.საკვირაო წირვას კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე გაუძღვება." - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

იტალია

1778993341

იტალიაში მამაკაცი ავტომობილით 10-მდე ფეხით მოსიარულეს დაეჯახა

 იტალიაში, ქალაქ მოდენაში მამაკაცი ავტომობილით 10-მდე ფეხით მოსიარულეს დაეჯახა.არსებული ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად, ოთხი ადამიანი მძიმედ დაშავდა, ერთ-ერთ დაშავებულს შესაძლოა, ორივე ფეხის ამპუტაცია დასჭირდეს.მედიის ცნობით, ავტომობილის მძღოლი მაროკოული წარმოშობის 31 წლის მამაკაცია, რომელსაც იტალიის მოქალაქეობა აქვს. პოლიცია მის დაკითხვას აწარმოებს, დანაშაულის მოტივის დადგენისთის.ინციდენტს იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.