BBC: ინდოეთში, სიკვდილით დასჯა მიესაჯა კაცს, რომელმაც ცოლი ცოცხლად დაწვა

ინდოეთი

ინდოეთში, სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა მამაკაცს, რომელმაც მეუღლე, კანის ფერის გამო, ცოცხლად დაწვა.

ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, სიკვდილის წინ მიცემულ ჩვენებაში, გარდაცვლილმა ცოლმა, ლაკშმიმ განაცხადა, რომ მისი ქმარი კიშანდასი "მუდმივად ამცირებდა მას მისი მუქი კანის ფერის გამო".

ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ უდაიპურის რაიონულმა მოსამართლემ, რაჰულ ჩოუდჰარიმ სიკვდილით დასჯის განაჩენი განმარტა და განაცხადა, რომ "აღნიშნული მკვლელობა იშვიათთაგან უიშვიათესი და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია".

როგორც მამაკაცის ადვოკატმა BBC-ს განუცხადა, მისი კლიენტი უდანაშაულოა და სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.