სასიხარულო ინფორმაცია მგზავრებისთვის, რომელიც 27 სექტემბრიდან ამოქმედდება
1758227410
მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე უახლოესი დღეების ამინდის შესახებ წერს.
„საშიში ამინდის პირობები უკან მოვიტოვეთ და საქართველოში მზიანი დღეები იწყება.მომდევნო 3 დღის განმავლობაში მშრალი და თბილი ამინდია მოსალოდნელი ყველგან და დღისით საგრძნობლად დათბება, განსაკუთრებით სანაპირო კურორტებზე +26 გრადუსამდე, დასავლეთის დაბლობზე +24, ხოლო აღმოსავლეთის ბარში +21 გრადუსი დაფიქსირდება.ზღვაც დამშვიდდება და მდინარეები თავის კალაპოტს დაუბრუნდება.არ არსებობს დაუსრულებელი უამინდობა, გისურვებთ ხშირ ღიმილს.“ - წერს მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე.