1757963975
ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვებისა და შენახვის ფაქტებზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვებისა და შენახვის ფაქტებზე ბრალდებულებს, მათ შორის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძეს, ასევე ბურჭულაძის პირადი დაცვის წევრს, ნუგზარ ცაბაურაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილებას დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
სახელმწიფო ბრალდების მიხედვით, ბრალდებულები აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით 2 მილიონ 176 ათას ლარზე მეტი ღირებულების 325 ათასამდე კოლოფ უაქციზო ფილტრიან სიგარეტს ინახავდნენ, რაც საგამოძიებო ორგანომ ამოიღო.