1757963975
Spotify-ზე უკვე უფასოდ შეძლებთ ნებისმიერი მუსიკის მოსმენას

მუსიკის უფასოდ მოსასმენად თუ აქამდე სხვა პლატფორმებს მიმართავდით, ახლა Spotify-იც შეგიძლიათ გამოიყენოთ — მსოფლიოს მასშტაბით ყველა მომხმარებელს საშუალებას აძლევენ, მოძებნონ და მოუსმინონ ნებისმიერ სიმღერას, რომელიც სურთ. ამასთან შეუძლიათ, ჩართონ მეგობრის გაზიარებული მუსიკა ან იმ არტისტის, რომელსაც სოციალურ მედიაში მიჰყვებიან.
კომპანია ამ ახალ ფუნქციებს Pick & Play-ის, Search & Play-ისა და Share & Play-ის სახელით გვაცნობს. ეს უკანასკნელი უბიძგებს მომხმარებლებს, გახსნან აპლიკაცია, როცა სოციალურ მედიაში კონკრეტულ მუსიკას წააწყდებიან. მაგალითისთვის, ინსტაგრამი საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, გააზიარონ Spotify-ის სიმღერა სთორებში ან Instagram Notes-ში.
მართალია, გვეუბნებიან, რომ ახალი ფუნქციები ყველა იმ მომხმარებლისთვის ჩაეშვება, რომლებიც არაფერს იხდიან ამაში, მაგრამ გარკვეული შეზღუდვები მაინც ექნებათ მათ, პრემიუმ მომხმარებლებისგან განსხვავებით. აქ ყოველდღიურ ლიმიტს ვგულისხმობთ, როცა მას მიაღწევენ, საათში Skip-ების შეზღუდული რაოდენობით გამოყენება შეეძლებათ. ზუსტად რამდენი იქნება ეს დრო, Spotify-ის არ უთქვამს, მაგრამ აღნიშნა, რომ ეს პრემიუმ მომხმარებლებს არ შეეხებათ.
საინტერესოა, რომ Spotify-ის სარეკლამო ბიზნესი გამოწვევის წინაშეა — მათ სურთ, რეკლამიდან მიღებული შემოსავალი საერთო შემოსავლის 20% იყოს, მაგრამ ივნისის მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებელი მხოლოდ 11%-ს შეადგენს. ახალი უფასო ფუნქციების დამატება კი სტრატეგიული ნაბიჯია, რათა პლატფორმაზე იმ მომხმარებელთა ჩართულობა გაზარდონ, რომლებიც ამაში ფულს არ იხდიან, სამაგიეროდ, მეტ რეკლამას აჩვენებენ მათ.
რაც შეეხება ისეთ ფუნქციებს, როგორებიცაა Lossless, AI Playlists ან Mix, კვლავ მხოლოდ პრემიუმ მომხმარებლებისთვის იქნება ხელმისაწბდომი, თუმცა განახლებული Messages და პერსონალიზებული ფლეილისტი Daylist გლობალურად ყველასთვის ჩაეშვება.
შეგახსენებთ, რომ Spotify-ის 696 მილოიონი ყოველთვიური აქტიური მომხმარებლიდან, 433 მილიონი უფასოდ იღებს სერვისს, შესაბამისად, რეკლამების ყურებაც უწევთ…