ჟირაფს ინჰალატორის გამოყენება ასწავლეს

ჟირაფი

დიდ ბრიტანეთში ზოოპარკის თანამშრომლებმა ჟირაფს ინჰალატორით სარგებლობა ასწავლეს. ამის შესახებ წერს People.

16 წლის ჟირაფი, სახელად მაჰირი, დიდი ხანია ცხვირის გაჭედვით იტანჯება. თავიდან მას სტეროიდებით მკურნალობდნენ. თუმცა, როგორც ზოოპარკის წარმომადგენელმა განმარტა, ცხოველები დიდხანს სტეროიდებზე ვერ დარჩებიან. სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ ჟირაფი ინჰალაციებზე გადაეყვანათ.

ამისათვის მაჰირის ვოლიერში სპეციალური საკვების დამჭერი დაამონტაჟეს. ჭამისთვის ჟირაფმა იქ უნდა შეჰყოს თავი. სწორედ ამ დროს ირთვება ინჰალატორი. სანამ ცხოველი ჭამს, მას უწევს ინჰალაციის გზით წამლის ჩასუნთქვა.

მაჰირი არის პირველი ჟირაფი დიდ ბრიტანეთში, რომელმაც ცხვირის გაჭედვის სამკურნალოდ ინჰალატორით სარგებლობა სცადა.