ბალტიის ზღვის თავზე რუსული მზვერავი თვითმფრინავის გამოჩენის საპასუხოდ შვედეთისა და გერმანიის ავიაცია გააქტიურდა

მზვერავი თვითმფრინავი

ბალტიის ზღვის თავზე რუსული მზვერავი თვითმფრინავის გამოჩენის საპასუხოდ შვედეთისა და გერმანიის ავიაცია გააქტიურდა.

როგორც „ასოშიეთედ პრესი“ წერს, ინციდენტი 21 სექტემბერს მოხდა. რუსული „ილ-20“-ის ტიპის თვითმფრინავი ბალტიის ზღვის საჰაერო სივრცეში გათიშული ტრასპოდერით და ფრენის გეგმის წინასწარ წარდგენის გარეშე იმყოფებოდა. ამის გამო რუსული თვითმფრინავის იდენტიფიცირებისა და ფრენის მონიტორინგისთვის ორი შვედური და ორი გერმანული ავიაგამანადგურებელი იყო მობილიზებული.

შვედეთის სამხედრო საჰაერო ძალებში განაცხადეს, რომ საერთაშორისო საჰაერო სივრცეში გადაადგილდებოდნენ.

ცნობისთვის, 19 სექტემბერს ესტონეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცეში სამი რუსული ავიაგამანადგურებელი შეიჭრა. ევროპის ქვეყნების ნაწილმა მომხდარს რუსეთის მიერ გაზრახ ჩადენილი პროვოკაცია უწოდეს. ესტონეთის პრემიერ მინისტრმა კი ნატო-ს წესდების მეოთხე მუხლის ინიცირება მოახდინა და მოკავშირეებთან კონსულტაიციები გამართა.