„ილოცეთ მის ემიგრანტ დედიკოზე და მამიკოზე, რომ გაუძლონ ამხელა ტკივილს...“ - 3 თვის ბავშვი მოულოდნელად გარდაიცვალა

eva

მოსკოვში, ქართველი ემიგრანტების ოჯახში ტრაგედია დატრიალდა - 3 თვის ჩვილი მოულოდნელად გარდაიცვალა.

როგორც შოთო სიხარულიძე წერს, ევა ბერიძეს ინფექციის შედეგად სისხლი მოეწამლა და მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

„ჩვენო ანგელოზო, სულ სამი თვე გაანათე ჩვენი ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ შენი ყოფნა ძალიან მოკლე იყო, შენი სითბო და სიყვარული სამუდამოდ დაგვრჩა გულებში.  შენი ღიმილი, სუნთქვა, შენი პატარა ხელების სითბო იყო უდიდესი საჩუქარი ჩვენთვის. ცაზე კიდევ ერთი ნათელი ვარსკვლავი აენთო – ჩვენი ევა, რომელიც მუდამ დაგვიცავს ზეციდან. მშვიდად იძინე, ჩვენს გულებში შენ ყოველთვის იქნები. სიყვარული არასოდეს ქრება და შენთან ჩვენი სიყვარული უსასრულოა. რით განუგეშო ჩემო მარი, ჩემო სიცოცხლით სავსე გოგო... დედას შვილი არ უნდა უკვდებოდეს, არა!“ - წერს ოჯახის ახლობელი.