„ეს მოხდება წლის ბოლომდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას წინასწარმეტყველება
1758488078
პარლამენტის ბიურომ ახალი საკანონმდებლო ინიციატივების განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება და ამასთან, ის კომიტეტები განსაზღვრა, რომელთა დასკვნებიც სავალდებულოა.
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის თანახმად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით განსაზღვრული სახელმწიფო მოსამსახურე, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირი, საჯარო მოსამსახურე, მათ შორის, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში, იმ საწარმოში, რომლის აქციათა ან წილის 50%-ს ან მეტს ფლობს/ფლობენ სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, ან ამ საწარმოს შვილობილ საწარმოში დასაქმებული პირი, რომლის მიმართაც შესაბამის თანამდებობაზე ყოფნისას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი ნორმით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის კანონიერ ძალაშია შესული გამამტყუნებელი განაჩენი, ვალდებული იქნება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან 2 თვის ვადაში ანტიკორუფციულ ბიუროს წარუდგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. თუ 2-თვიანი ვადა მომდევნო კალენდარულ წელს გადადის, აღნიშნული პირი ვალდებული იქნება, შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია არაუგვიანეს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის კალენდარული წლის 31 დეკემბრისა.
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტით დგინდება, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება, ასევე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება შესაძლებელია საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში განხორციელდეს.