Spotify-ზე უკვე უფასოდ შეძლებთ ნებისმიერი მუსიკის მოსმენას
1758447907
საქალაქო სასამართლოში ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გელა უძილაურის პროცესი გაიმართა. დღეს გამოიკვლიეს ბრალდების მხარის მტკიცებულებები. გამოჰკითხეს მოწმეები.
გელა უძილაურის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი, "გარკვეულ ეტაპზე", საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს.
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იყენებდა და იყენებს დუმილის უფლებას. გარკვეულ ეტაპზე, ის დააფიქსირებს თავის პოზიციას და გაიგებთ ყველაფერს," - განაცხადა ადვოკატმა.
"დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, გარდა იმისა, რომ დაკითხულია უშუალო თვითმხილველები, სრულიად ნეიტრალური მოწმეები, რომლებიც შეესწრნენ მკვლელობის ფაქტს და ამოიცნეს გელა უძილაური, ასევე, დაიკითხა ჰაბიდოსკოპიური ექსპერტი, რომელმაც კატეგორიულად დაადასტურა, რომ ჭავჭავაძის გამზირის 7-9-ის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა გელა უძილაური, რომელმაც ჩაიდინა ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით მკვლელობა. გრძელდება მტკიცებულებების გამოკვლევა და ჩვენ გვჯერა, რომ ყველა მათგანის გამოკვლევის შემდეგ, დადგება გამამტყუნებელი განაჩენი," - განაცხადა პროკურორმა.
პროკურატურის ინფორმაციით, უძილაურმა 14 მარტს, ჭავჭავაძეზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ლევან ჯანგველაძეს და მის მძღოლს. ჯანგველაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ჩადუნელი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დანაშაული 16-იდან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.