ვიდეოები

1714988990

„5 წლიანი განშორების შემდეგ მამა გიორგის პირველი შეხვედრა დედასთან, აღდგომა ღამეს“- სოციალურ ქსელში ემოციური კადრები ვრცელდება

ფოტოგრაფი dantesiphotography სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ ხვდება მოძღვარი მონატრებულ დედას.„5 წლიანი განშორების შემდეგ დედა-შვილის პირველი შეხვედრა ტაძარში, აღდგომა ღამესმამა გიორგის შეხვედრა დედასთან“, – ვკითხულობთ ვიდეოს აღწერაში.ვიდეოს სოციალურ ქსელში ბევრი მოწონება და კომენტარი აქვს.„როგორი ბავშვული ღიმილი აქვს სახეზე მამაოს“,„მთელმა ბავშვობამ გაურბინა ალბათ თვალწინ“, – წერენ სოციალურ ქსელში.  @dantesiphotography777 5 წლიანი განშორების შემდეგ დედა-შვილის პირველი შეხვედრა ტაძარში, აღდგომა ღამეს ❤️❤️❤️ მამა გიორგის შეხვედრა დედასთან ❤️❤️❤️ #დანტესი #dantesiphotography #dantesi #ფორიუ #fyp #foryou ♬ original sound - DANTESI photography 📸

მამა გიორგი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

puli

1710493056

დღეიდან ამ პირებს სესხზე პროცენტი შეუმცირდათ - ნახეთ, ხართ თუ არა მათ სიაში

სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 150 000 პენსიონერს სესხის პროცენტი დღეიდან შეუმცირდება.„ლიბერთი ბანკში“ აცხადებენ, რომ 15 მარტიდან განახლდება პირობები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სარგებლობენ 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით.კერძოდ, „ლიბერთი ბანკის“ გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით. შესაბამისად, ცვლილება შეეხება 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტებს.„ამ ცვლილების შედეგად, 150 000-მდე პენსიის მიმღებ პირს ავტომატურად დაუკორექტირდება სესხის მიმდინარე პირობები და საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდება განახლებული პირობებით გაცემული სესხების პროცენტს“, – აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.შეგახსენებთ, 2023 წლიდან საპენსიო სესხების მომხმარებლებისთვის ახალი პირობები განისაზღვრა და სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დაწესდა სპეციალური ფორმულა, რომელზე დაყრდნობითაც საპენსიო სესხის განაკვეთი უნდა ითვლებოდეს შემდეგნაირად – ექვსთვიან TIBR ინდექსს პლუს 15%. TIBR-ის ინდექსი არის თბილისის ბანკთაშორისი განაკვეთის ინდექსი, რომელიც როგორც წესი ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის ტოლია. შესაბამისად, არსებული მდგომარეობით, საპენსიო სესხების განაკვეთი 23-24 პროცენტის ფარგლებში უნდა იყოს.ცვლილება შეეხოთ იმ პირებს, რომლებსაც საპენსიო სესხის ხელშეკრულება 2023 წლამდე ჰქონდათ გაფორმებული. განაკვეთების ცვლილება 15 მარტს მოხდება.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22 თებერვალს ეროვნული ბანკისა და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება.

სხვა სიახლეები

თავდასხმა

პოლიტიკა 1715275883

ფიზიკური ანგარიშსწორება თბილისის ქუჩებში - დიმიტრი ჩიქოვანზე, გია ჯაფარიძესა და ლაშა ღვინიანიძეზე თავდასხმის ფაქტებზე გამოძიება გრძელდება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიმიტრი ჩიქოვანზე, გია ჯაფარიძესა და ლაშა ღვინიანიძეზე თავდასხმის ფაქტებზე გამოძიება გუშინვე დაიწყო. მინისტრი ამბობს, რომ მომხდარის გარემოებებზე წინასწარ ვერ ისაუბრებს და ყველაფერს გამოძიება დაადგენს. ვახტანგ გომელაურის თქმით, ყველანაირი ძალადობა მიუღებელია და ის თანაბრად დასაგმობია ყველას მხრიდან."ნაციონალური მოძრაობის" წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს, ზურაბ ჯაფარიძის ძმას, გია ჯაფარიძესა და 11 მაისს დაგეგმილი მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს - ლაშა ღვინიანიძეს ფიზიკურად უცნობი პირები გუშინ საღამოს გაუსწორდნენ. სამივე მათგანი, სხვადასხვა სახის დაზიანებებით, კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდარის დეტალებზე დაზარალებულმა მედიასთან თავადვე ისაუბრეს და თავდასხმა პოლიტიკურ ანგარიშსწორებად შეაფასეს.დაწყებულ გამოძიებას წინასწარ უცხადებს უნდობლობას ოპოზიცია. მათ შორისაა ზურა ჯაფარიძეც, რომელიც ფიზიკურ ძალადობას ორგანიზებულ თავდასხმას უწოდებს. კომენტარი მან დღეს კლინიკასთან გააკეთა, სადაც საკუთარი ძმის მოსანახულებლად იმყოფებოდა.მომხდარზე პასუხისმგებლობას სრულად ხელისუფლებას აკისრებს "ნაციონალური მოძრაობაც" და სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც. ისინი მოძალადეების დასჯის აუცილებლობაზე საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მოხდება.პოლიტიკურ თავდასხმაზე საუბრობს ოპოზიციონერი გიორგი მუმლაძეც. აცხადებს, რომ მას ფიზიკურად 4 პირი დაუპირისპირდა. შემთხვევა დღეს მარნეულში მოხდა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი ონიანი კი ამბობს, რომ უცნობი პირები ღამით მის სახლთანაც იმყოფებოდნენ.ყველანაირი ძალადობა მიუღებელია და ამას ყველა უნდა გაემიჯნოს - აცხადებენ სახელისუფლებო გუნდში, სადაც მიაჩნიათ, ძალადობრივ ქმედებებს ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებული მოვლენები და მათი ოპონენტების განცხადებები ახალისებს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მსგავსი ფაქტები, პირველ რიგში სწორედ ხელისუფლების ინტერესებს აზიანებს.მომხდართან დაკავშირებით დღეს ერთობლივი განცხადება გააკეთეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც, რომელთაც თქვეს, რომ მზად არიან დაზარალებულებს სამართლებრივი დახმარება გაუწიონ.მმართველი პარტია ყველას მოუწოდებს, წინასწარი შეფასებებისგან თავი შეიკავოს. "ქართული ოცნება" ოპონენტების ბრალდებებს ბრალდებებითვე პასუხობს. ამბობენ, რომ ოპოზიციის გარკვეული ჯგუფი "ქართული ოცნების" დისკრედიტაციისთვის ყველა საშუალებას იყენებს.ფიზიკური ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველმა. ომბუდსმენი მყისიერი და ეფექტური გამოძიების აუცილებლობაზე მიუთითებს.

მთავრობის ადმინისტრაცია

პოლიტიკა 1715275737

ბოთლები, ქვები, რკინის ნაჭრები, პოლიციელებზე თავდასხმა, ნივთებისა და შენობების დაზიანება - პოლიციამ აქციების მიმდინარეობისას 6 პირი დააკავა

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც სამართალდამცველს, სავარაუდოდ, ბლაგვ საგანს ესვრის, იდენტიფიცირებული და დაკავებულია. კადრები, 16 აპრილს, 9 აპრილის ქუჩაზეა გადაღებული. მასალაში ჩანს პოლიციელი, რომელიც მიღებული ტრავმის გამო შემთხვევის ადგილიდან გადის. ოფიციალური ინფორმაციით, დაშავებული განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელია და მას, დაზიანების გამო, ქირურგიული ჩარევა დასჭრიდა.აქციის დაშლისას, ოფიციალური ინფორმაციით, დაშავდა 7 სამართალდამცველი. მათ შორის, მძიმე დაზიანება მიიღო ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომელმა, რომელსაც ნასროლმა საგანმა თვალი დაუზიანა. მას პირველადი დახმარება ჩიტაძის ქუჩაზე, სასწრაფოს ექიმებმა აღმოუჩინეს, თუმცა საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა.გამოძიების ვერსიით, დემონსტრანტების მერ ნასროლი საგანი პარლამენტის შიდა ეზოში მდგარ მეხანძრე მაშველს მოხვდა. უწყების ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი მაშინ დაშავდა, როდესაც დემონსტრანტების ნაწილი ადმინისტრაციულ შენობაში შეჭრას ცდილობდა.გამოძიების ინფორმაციით, დემონსტრანტები პოლიციელების წინააღმდეგ ბოთლებს, ქვებს, რკინის კონსტრუქციებსა და მხუთავ ნივთიერებებს იყენებდნენ. მათივე ცნობით, ექვსივე დაკავებულის მიმართ კონკრეტული მტკიცებულებები არსებობს, მათ შორის, კამერების ჩანაწერები და მედიაში საჯაროდ გავრცელებული მასალა.ოფიციალური ვერსიით, დაკავებულები არიან ის პირებიც, ვინც, 1-2 მაისს, რუსთაველზე დამონტაჟებული სამეთვალყურეო კამერები დააზიანეს. სხვისი ნივთის დაზიანებისა და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, დაკავებულებს ბრალი უკვე წარედგინათ. ნაწილი დანაშაულს არ აღიარებს, ნაწილი კი დუმილის უფლებას იყენებს.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოპოვებული მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ბრალდებულებმა ადმინისტრაციული შენობები, ქუჩის ინფრასტრუქტურა და უწყების კუთვნილი ავტომობილები დააზიანეს. ცდილობდნენ საკანონმდებლო ორგანოში შეჭრასაც.დაკავებულთა რაოდენობა, სავარაუდოდ, გაიზრდება. საპროტესტო აქციებზე გამოვლენილ შესაძლო კანონდარღვევებზე გამოძიება ცენტრალურმა კრიმინალურმა დეპარტამენტმაც დაიწყო. ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მონაწილეობის, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტებზე გამოკითხვები უკვე დაწყებულია. სამართალდამცველები საგამოძიებო უწყებაში ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებსაც დაიბარებენ.საპროტესტო აქციებზე მომხდარ ყველა კანონდარღვევას სამართალდამცველების მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება - ეს განცხადება ჟურნალისტებთან დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა. ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პოლიცია, ამ დრომდე, სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებს სწავლობს."უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეებს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს კიდევ ერთხელ მიმართა. უწყება პროტესტის მონაწილეებს აქციების მშვიდობიანად ჩატარებისკენ მოუწოდებს.

პუტინი

მსოფლიო 1715275432

ვლადიმერ პუტინმა და ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის ზოგიერთი ოლქიდან რუსი სამხედროების და მესაზღვრეების გაყვანის საკითხი შეათანხმეს

ვლადიმერ პუტინმა და ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის ზოგიერთი ოლქიდან რუსი სამხედროებისა და მესაზღვრეების გაყვანის საკითხი შეათანხმეს. ამის შესახებ რუსულ მედიას რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა, განუცხადა.სომხური მხარის თხოვნით, რუსი მესაზღვრეები ირანისა და თურქეთის საზღვართან დარჩებიან.ვლადიმერ პუტინისა და ნიკოლ ფაშინიანის ორმხრივი შეხვედრა კრემლში გუშინ საღამოს გაიმართა. 

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1715275308

დარწმუნებული ვარ, ყველა სირთულე, რომელიც დღეს ევროკავშირის განვითარებასთან და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებთან არის დაკავშირებული, გადაილახება - პრემიერი

"ევროკავშირის წევრობა საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია. მჯერა, რომ საქართველო 2030 წლისთვის აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, რის შემდეგაც ჩვენი ქვეყანა, თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით, ევროკავშირის წარმატებაში თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს,"- ნათქვამია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებაში, რომელიც ევროპის დღესთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა."1950 წლის 9 მაისს, ხელი მოეწერა შუმანის დეკლარაციას, რითაც ევროკავშირის დაფუძნებას ჩაეყარა საფუძველი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპა დაეფუძნა ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა დემოკრატია, სამართლის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, რაშიც განსაკუთრებული როლი ევროკავშირმა და მისმა ინსტიტუტებმა შეასრულა. ხანგრძლივმა მშვიდობამ ევროკავშირს მისცა ეკონომიკის თანმიმდევრული განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის მაღალი დონის უზრუნველყოფის შესაძლებლობა.დარწმუნებული ვარ, ყველა სირთულე, რომელიც დღეს ევროკავშირის განვითარებასთან და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებთან არის დაკავშირებული, გადაილახება.ევროკავშირის წევრობა საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია. მჯერა, რომ საქართველო 2030 წლისთვის აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, რის შემდეგაც ჩვენი ქვეყანა, თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით, ევროკავშირის წარმატებაში თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს!"-ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

ალი

პოლიტიკა 1715275236

"კონფიდენციალურობის შესანარჩუნებლად, საპროტესტო მოძრაობებისთვის ბიტკოინით დონაცია სჯობს" - ვრცელდება მორიგი ფარული ჩანაწერი

For.ge მორიგ ფარულ ჩანაწერს ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ჩანაწერში ფიგურირებს უცხოელი ტრენერი, რომელიც საუბრობს პროტესტის დაფინანსების წყაროებზე და ხსნის ამ პროცესში კრიპტოვალუტის უპირატესობებს. "მაგალითად, როდესაც ვინმეს სურს საპროტესტო მოძრაობებს თანხა შესწიროს (მოახდინოს დონაცია) თან შეინარჩუნოს კონფიდენციალურობა, იცით, როდესაც ჩვეულებრივი საკრედიტო ბარათით ახდენ დონაციას საპროტესტო მოძრაობებისთვის, მთავრობის მიერ პროტესტის შესუსტების შემდეგ, მათ შეუძლიათ მიმართონ ბანკებსა და საკრედიტო კომპანიების და მათგან მიიღონ ინფორმაცია შენი სახელის შესახებ. ამის მერე კი შეიძლება მათ პოტენციურად სამიზნედ იქცე, შესაძლოა, დაგკითხონ და დაგაპატიმრონ კიდეც. საპროტესტო მოძრაობებისთვის ბიტკოინით დონაციის შემთხვევაში კი, ეს შეგიძლია გააკეთო კონფიდენციალურობის დაცვით, იყიდო ბიტკოინი (ელექტრონული ვალუტა) და გაუგზავნო საპროტესტო მოძრაობებს.ვფიქრობ, დღეს ქართველი ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინის მაგალითი. გუშინ ღამით თბილისში ვიყავი და ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ქუჩაში, უამრავი ჩვეულებრივი ადამიანის პროტესტმა.ბიტკოინი გვაძლევდა შესაძლებლობას, რომ გაგვეგზავნა ფული უკრაინაში პროტესტის მხარდასაჭერად, ჰუმანიტარული დახმარებისთვის "მაიდნის" პროტესტის მონაწილეთათვის საკვების, წყლისა და მედიკამენტების საყიდლად." - ამბობს უცხოელი ტრენერი.