ირაკლი კობახიძემ, შალვა პაპუაშვილმა და კახა კალაძემ მელიტონ ქანთარიას ბიუსტი გვირგვინებით შეამკეს

ირაკლი კობახიძემ, შალვა პაპუაშვილმა და კახა კალაძემ მელიტონ ქანთარიას ბიუსტი გვირგვინებით შეამკეს

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 79 წელი გავიდა. ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ, სადაც დილიდან შეკრებილნი არიან ომის ვეტერანები.

ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში მივიდნენ პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და თბილისის მერი. მათ გვირგვინებით შეამკეს მელიტონ ქანთარიას ბიუსტი და მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.