ცნობილია წერილის შინაარსი, რომელიც NASA-ს ასტრონავტმა მთვარის ზედაპირზე ფოტოსთან ერთად დატოვა

მთვარეზე

„აპოლონ-16“-ის მისიის დროს, ასტრონავტმა ჩარლზ დიუკმა მთვარის ზედაპირზე დატოვა ოჯახის ფოტო წარწერით, რომელიც დღემდე იქაა.

1972 წლის 23 აპრილში მისიის „აპოლონ-16“-ის, ასტრონავტებმა ჯონ იანგმა და ჩარლზ დიუკმა დატოვეს მთვარის ზედაპირი და გაეშურნენ საკონტაქტო მოდულთან მიერთებისთვის, რათა დაბრუნებულიყვნენ დედამიწაზე. წასვლამდე დიუკმა მთვარეზე დატოვა რამდენიმე პირადი ნივთი, მათ შორის თავისი ოჯახის ფოტო წარწერით:

„ეს არის ასტრონავტ ჩარლ დიუკის ოჯახი დედამიწიდან, რომელიც დაჯდა მთვარეზე 1972 წლის 20 აპრილს“.

როგორც წერს IFLScience, მისია შეიძლებოდა გაცილებით დრამატული ყოფილიყო. ფრენის დროს საკონტაქტო მოდულთან, რომელსაც კენ მეტინგლი მართავდა, წარმოიშვა პრობლემა ერთ-ერთ ძრავთან დაკავშირებით. ამის გამო NASA-მ დროებით გადადო მთვარეზე დაშვება, შიშის გამო, რომ არ განმეორდებოდა „აპოლონ-13“-ის სცენარი. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მეტინგლიმ შეძლო ორბიტის აღდგენა მთვარის უკანა მხარეს, იანგმა და დიუკმა მიიღეს დაშვების ნებართვა. 

ყველა სირთულის მიუხედავად, მისია „აპოლონ-16“ ითვლება წარმატებულად. მეცნიერული ნიმუშების გარდა, ჩარლზ დიუკმა მთვარეზე დატოვა ოჯახის ფოტო, აშშ-ის საჰაერო ძალების სასახსოვრო მედალიონი და ქსოვილის ნაჭერი თავისი საჰაერო სასწავლებლიდან.