რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, თუ ყოველდღიურად თაფლს მიიღებთ
1758487623
ბუნებაში ბევრი რამ ერთმანეთთანაა დაკავშირებული, მათ შორის გენეტიკურ-ევოლუციური პროცესები. მაგალითად, თევზების კლოაკის (ანუსის მსგავსი ხვრელი) ფორმირებაში მონაწილე დნმ-გამააქტიურებელი მექანიზმი 380 მილიონი წლის წინ ჩამოყალიბდა, მაგრამ მასვე შეეძლო ადამიანებში თითების წარმოქმნისთვის შეეწყო ხელი. ამისთვის ამ რეგულაციურ სისტემას უბრალოდ დანიშნულება შეეცვალა.
მეცნიერები დიდი ხანია, იმის დადგენას ცდილობენ, თუ როგორ მივიღეთ უძველესი თევზებიდან ოთხ კიდურზე მოსიარულე არსებები, ანუ ტეტრაპოდები. სპეციალისტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ კიდურებად ფარფლები გარდაიქმნა. ამის მიუხედავად, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამაში Hoxd-ად წოდებული გენები მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რადგან სათანადო "ინსტრუქციები" სწორედ მათშია წარმოდგენილი.
მკვლევრებმა თევზებისა და თაგვების გენომები შეადარეს, ყურადღება კი სწორედ Hoxd-ის მეზობელ რეგიონებზე გაამახვილეს, რომლებშიც მათი მაკონტროლებელი დნმ-ია. აღმოჩნდა, რომ დანიო-რერიოს სახეობაში, რომელშიც კიდურები არ გვხვდება, Hoxd-ის ნაკლებობაა. სამაგიეროდ, ამ თევზებში თავად მარეგულირებელი სისტემა შენარჩუნებულია.
ავტორებს დააინტერესათ, რა ფუნქცია აქვს აღნიშნულ ბიოლოგიურ მექანიზმს. მათ მღრღნელებისა და ზემოხსენებული თევზების ემბრიონებში ზოგიერთი დნმ "ჩამრთველი" ფლუორესცენტული საღებავით მონიშნეს, რათა ის ქსოვილები გაენათებინათ, რომლებშიც ამ გენების ექსპრესია ვლინდება.
თაგვებში ასეთი ნაწილები კიდურები აღმოჩნდა, ხოლო დანიო-რერიოში — კლოაკა. შემდეგ მეცნიერებმა გენმოდიფიცირების CRISPR-Cas9 მეთოდით მარეგულირებელი სისტემა გათიშეს, რის შედეგადაც მღრღნელებში თითები არასწორად ჩამოყალიბდა. თევზებში იგივე ეფექტი არა ფარფლებში, არამედ კლოაკაში დაფიქსირდა, რომელიც არასწორად განვითარდა.
ამის მიხედვით ვარაუდობენ, რომ შესწავლილი გენეტიკური მექანიზმის თავდაპირველი როლი სწორედ თევზების კლოაკის ფორმირებას უკავშირდება. ავტორების თქმით, შესაძლებელია, ამ მექანიზმს უძველესი თევზების შთამომავალ ტეტრაპოდებში სხვა დანიშნულება შეეძინა.
საინტერესოა კლოაკასა და კიდურებს შორის არსებული მსგავსებაც — ორივე მათგანი სხეულის კონკრეტული ნაწილის დაბოლოებაა. ფიქრობენ, რომ ამ კავშირისა და, ზოგადად, ევოლუციის, შესასწავლად დამატებითი კვლევებია საჭირო.