„მაგარ რაღაცას გასწავლით“ - „ფეხის გაკვანძვის“ მიზეზს გიორგი ღოღობერიძე განმარტავს
1758576068
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, წალენჯიხისა და ხობის მუნიციპალიტეტებში სააგენტოს მობილური ჯგუფების სამუშაოს შეხვედრები გაიმართა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრების მიზანია სოფლად მცხოვრები მოსახლეობისათვის სააგენტოს სერვისებსა და პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, აქტიური პროგრამებისა და ვაკანსიების გაცნობა. სააგენტოს კონსულტანტებმა მოქალაქეები სამუშაოს მაძიებელთა პორტალზე ადგილზე დაარეგისტრირეს და სხვადასხვა პროფესიული კურსები შესთავაზეს.
მობილური ჯგუფების გასვლით შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ხათუნა ცერცვაძემ, რომელმაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სააგენტო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონში მოქალაქეთა გაძლიერებას, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების მიმართულებით.
სააგენტოს მობილური ჯგუფები განაგრძობენ მთელი ქვეყნის მასშტაბით შეხვედრებს. ბოლო ერთი წლის მონაცემებით მობილური ჯგუფების მიერ 4000-ზე მეტი სოფლად მცხოვრები მოქალაქის კონსულტირება განხორციელდა.