TikTok-ის ახალი ტრენდის გამო, ბავშვმა მძიმე დამწვრობა მიიღო

ტიკ ტოკი

TikTok-ის ახალი ტრენდის გამო, ბავშვმა მძიმე დამწვრობა მიიღო ,- ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ტრენდის გამო ამერიკაში 10 წლის ბავშვმა სახის დამწვრობა მიიღო. ბავშვის დედის განცხადებით, შესაძლოა, ნაიარევი მთელი ცხოვრება დარჩეს სახეზე.

ექსპერტები მოუწოდებენ მშობლებს, ესაუბრონ შვილებს ინტერნეტ-გამოწვევების კოპირების საფრთხეებზე.

TikTok-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ნებისმიერი კონტენტი, რომელიც ხელს უწყობს სახიფათო ქცევას, რამაც შეიძლება სერიოზული დაზიანება გამოიწვიოს, კომპანიის საზოგადოების სახელმძღვანელო პრინციპების დარღვევაა და წაიშლება.