ცნობილია საბურთალოზე მოკლული კაცის ვინაობა

policiis lenti

გუშინ, 8 მაისს თბილისში, საბურთალოს რაიონში კაცი მოკლეს. კაცს სასიკვდილო დაზიანებები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

ცნობილია მოკლულის ვინაობაც, იგი 31 წლის დავით წოწკოლაურია

საქმეზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყების ცნობით, საპატრულო პოლიციამ ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე მკვლელობიდან რამდენიმე საათში დააკავა.