ცვლილება ძალაში 1-ელი ოქტომბრიდან შევა! - სიახლე მათთვის ვინც მართვის მოწმობის აღებას გეგმავს
1758138613
პალეონტოლოგებმა პერუდან უძველესი არსების ჩონჩხი წარმოადგინეს, რომლის ასაკიც დაახლოებით 10 მილიონ წელს შეადგენს. ნამარხი ივლისში, ოკუკახეს უდაბნოში აღმოაჩინეს.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ჩონჩხი დელფინის მსგავს არსებას ეკუთვნის. ტერიტორია, სადაც ის იპოვეს, ოდესღაც წყნარი ოკეანის ნაწილი იყო. პალეონტოლოგმა მარიო ურბინამ ამ ადგილს „შესანიშნავი სასტუმრო“ უწოდა, რომელიც 45 მილიონი წლის წინ საზღვაო ცხოველების გამრავლებისთვის იდეალური იყო.
პალეონტოლოგებმა აღნიშნეს, რომ აღმოჩენა დაეხმარებათ გაიგონ, როგორი იყო ამ ტერიტორიის გეოგრაფია წარსულში და როგორ იცვლებოდა სანაპირო ზოლი ათასწლეულების განმავლობაში. პერუს უდაბნოში რეგულარულად პოულობენ სხვადასხვა საზღვაო სახეობის ნამარხებს.