სიახლე, რომელიც 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება
1757965444
ჩათვალეთ, რომ მოდურ ფერებზე კითხვები ამოიწურა, რადგან პანტონმა Spring/Summer 2026 Color Trend Report გამოაქვეყნა. პალიტრა ენერგიულობისა და თავშეკავებულობის გზაჯვარედინზეა მოთავსებული - თამამი, კაშკაშა ფერები უფრო რბილ ნეიტრალურ ტონებს ერწყმის, რათა თვითგამოხატვის სივრცე მოგვცეს.
ისეთი გაჯერებული ფერები, როგორებიცაა Acacia-ს მომწვანო-ყვითელი და Lava Falls-ის წითელი მშვიდ ტონებთან ერთად გვხვდება, იქნება ეს Dusty Rose თუ Tea Rose, რათა დრამატული კოლექციები შექმნას. ხოლო Alexandrite-ის ფირუზისფერი და Muskmelon-ის ნარინჯისფერი ქმნის სპექტრს, რომელიც ოპტიმიზმის, ვნებისა და სიმშვიდის ირგვლივ ტრიალებს.
Acacia (PANTONE 13-0640 TCX)
Marina (PANTONE 17-4041 TCX)
Muskmelon (PANTONE 15-1242 TCX)
Alexandrite (PANTONE 18-4835 TCX)
Lava Falls (PANTONE 18-1552 TCX)
Dusty Rose (PANTONE 17-1718 TCX)
Tea Rose (PANTONE 16-1620 TCX)
Amaranth (PANTONE 19-2410 TCX)
Burnt Sienna (PANTONE 17-1544 TCX)
Burnished Lilac (PANTONE 15-1905 TCX)
მთავარი ფერების გარდა, პანტონმა სეზონური ნეიტრალური ფერების ჯგუფიც შემოგვთავაზა მეტად ხალისიანი კომბინაციებისთვის, მათ შორის მუქი ყავისფერი Coffee Bean, რბილი თეთრ-ნაცრისფერი Whyte Onyx და თბილი კრემისფერი Angora. ხოლო მწვანე ფერები, როგორებიცაა Sage და Forest Green (Sycamore), კიდევ უფრო ამყარებს ბალანსს და ექსპერიმენტებისთვის საიმედო ბაზას უქმნის დიზაინერებს