„მძიმე სანახავია... მოვლენებს ნუ გაუსწრებთ წინ“ - ვრცელდება გოგა მანიას მიმართვა
1779866041
NASA მთვარის სამხრეთ პოლუსზე მასშტაბური ბაზის მშენებლობას იწყებს. სააგენტომ უკვე შეუკვეთა პირველი დასაჯდომი მოდულები, ყველგანმავლები და დრონები ასტრონავტების გადასასხმელად მოსამზადებლად.
NASA-მ ასობით მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტები გააფორმა, 4 ამერიკული კომპანია კი შეიმუშავებს ტექნიკას რთულ პირობებში მუშაობისთვის. მაგალითად, ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin 2 დასაჯდომ მოდულს შექმნის. ისინი ზედაპირზე სპეციალურ ყველგანმავლებს მიიტანენ, თავად ამ ბაგების შემუშავებით კი ფირმები Astrolab-ი და Lunar Outpost-ი არიან დაკავებულნი.
პირველ დრონებს მთვარეზე Firefly Aerospace გაგზავნის. ტექნიკა დანიშნულების ადგილზე ადამიანებზე ადრე უნდა ჩავიდეს. დედამიწის თანამგზავრზე ასტრონავტების პირველ გადასხმას NASA 2028 წლისთვის გეგმავს. ეს მისია Artemis-ის ფარგლებში მოხდება. 9 ივნისს ცნობილი გახდება იმ 4 ასტრონავტის ვინაობა, ვინც მისია Artemis III-ში მიიღებს მონაწილეობას.
თანამგზავრის ათვისების ძირითადი ეტაპებია:
2027 წლის შუა პერიოდი - მისია Artemis III-ის გაშვება.
2028 წელი - ორი ასტრონავტის გადასხმა ზედაპირზე.
2029 წელი - მუდმივი ენერგოსისტემის მშენებლობის დაწყება.
2030-იანი წლები - საცხოვრებელი მოდულების შექმნა ხანგრძლივი ყოფნისთვის.
პროექტის მთავარი მიზანი მთვარის ეკონომიკის სტიმულირებაა. NASA-ს სურს უნიკალური სამეცნიერო კვლევების ჩატარება, ხოლო მთვარე მარსზე გაფრენის წინ საგამოცდო პლატფორმა გახდება.
„მათთვის, ვინც მოთმინებით ელოდება, გრანდიოზული დაბრუნება უკვე ახლოსაა და ჩვენ ტემპს არ დავაგდებთ. ჩვენ, ფაქტობრივად, მხოლოდ ახლა ვიწყებთ“, - აცხადებენ NASA-ში.“