ახალი დეტალები გურამ დადიანიძის საქმეში - „შევხვდით ერთ-ერთ მოწმეს, რომელიც იმ ღამით იყო იქ...“
1788942699
ლონდონში King's College-ის მკვლევრებმა მუცლადყოფნის პერიოდში ბავშვის გულის უპრეცედენტო სურათი შექმნეს. ფეხმძიმე ქალები სკანირებას გადიოდნენ MRI-აპარატში, ხოლო კომპიუტერები მათი შვილების გულის 3D-ფორმატს ქმნიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მეცნიერების თქმით, მათი მეთოდი მარტივად შეიძლება ჩაუშვან ჩვეულებრივ საავადმყოფოებში და შემოწმების დროს, მშობლები შეძლებენ თვალსაჩინოდ დაინახონ, როგორ ძგერს ბავშვის გული. გარდა ამისა, მკვლევრები აცხადებენ, რომ გულის დეტალური გამოსახვით შესაძლებელია ნაადრევ პერიოდში დადგინდეს, აქვს თუ არა ნაყოფს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა.
