მნიშვნელოვანი ინფორმაცია ოზემპიკთან დაკავშირებით - რას ამბობს ახალი კვლევა

ოზემპიკი

გამოცემა The Washington Post წერს, რომ Ozempic-ის ტიპის პრეპარატების მიღება, რომლებიც ორგანიზმში GLP-1-ის დონეს ზრდის, შესაძლოა ძვლებისა და სახსრების ტრავმების რისკთან იყოს დაკავშირებული. ასევე, აღნიშნული მედიკამენტების გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუწყოს ოსტეოპოროზისა და პოდაგრის განვითარებას.

კვლევების მიხედვით, ადამიანებში, რომლებიც ამ პრეპარატებს გახდომის მიზნით იყენებენ, ოსტეოპოროზის განვითარების რისკი 30%-ით, პოდაგრის რისკი 12%-ით, ხოლო ძვლების გათხელების საფრთხე დაახლოებით 150%-ით იზრდება.

სპეციალისტების შეფასებით, ეს განსაკუთრებით საფრთხის შემცველია ხანდაზმული ადამიანებისთვის, რადგან ასეთ ასაკში მცირე დაზიანებამაც კი შეიძლება ძვლის მოტეხილობა გამოიწვიოს. გაზრდილი რისკის ქვეშ იმყოფებიან ასევე მენოპაუზის შემდეგ მყოფი ქალები.

პენსილვანიის უნივერსიტეტის ქირურგიის კათედრის დოცენტის, ჯონ ჰორნეფის განცხადებით, კვლევის შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა.

„შედეგებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა,“, აღნიშნა ჯონ ჰორნეფმა.