„ვარჯიშობს და რაც მთავარია, კითხულობს წიგნებს“ - რა ინფორმაცია ვრცელდება გიორგი გველესიანზე

გიორგი გველესიანი

ირანში მიმდინარე მოვლენები სულ უფრო დაძაბულ ხასიათს იძენს, შესაბამისად, დიდ ინტერესს იწვევს სად იმყოფება ამჯერად ირანული კლუბის ქართველი ფეხბურთელი გიორგი გველესიანი. 

როგორც ცნობილი გახდა, გველესიანი ამჯერად საქართველოში იმყოფება, ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტიკოსმა თედო ისაკაძემ დაწერა და ფეხბურთელთან ერთად გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა. 

„ჩამოვიდა, აქ არის, ვარჯიშობს და რაც მთავარია, კითხულობს წიგნებს.
ბევრი ლიტერატორი ვერ დაიკვეხნის ისე იცნობს მსოფლიო ლიტერატურას“, - წერს თედო ისაკაძე. 

გი­ორ­გი გვე­ლე­სი­ა­ნი ზე­დი­ზედ მე­სა­მედ ირა­ნის ჩემ­პი­ო­ნა­ტის წლის სა­უ­კე­თე­სო მცვე­ლად 2025 წელსაც და­ა­სა­ხე­ლეს. ის ამ­ჟა­მად თე­ი­რა­ნის "პერ­სე­პო­ლი­სის" ღირ­სე­ბას იცავს.