ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის - რა ელის კაცობრიობას
1752103172
ხმელთაშუა ზღვიდან მსოფლიოს 7 საოცრებიდან ერთ-ერთის - გიგანტური ალექსანდრიის შუქურას ნაწილები ამოიღეს.
შუქურა, რომლის სიმაღლეც სხვადასხვა მონაცემებით 120-დან 150 მეტრი იყო კუნძულ ფაროსზე ჩვენი წელთაღრიცხვით მესამე საუკუნეში დადგეს.
ქვის კოშკის მშენებლობას 12 წელი დასჭირდა, მისი ამოცანა კი ეგვიპტეს სახიფათო სანაპიროსთან მოძრავი მეზღვაურების კოორდინაცია იყო.
შუქურას თავზე სარკე იყო განლაგებული, რომელიც დღისით მზის სინათლეს, ღამე კი სპეციალურად დანთებული კოცონის შუქს ირეკლავდა.
შუქურა თავის ფუნქციას თითქმის 1000 წლის განმავლობაში ასრულებდა, სანამ 796 წელს მიწისძვრის შედეგად არ დაზიანდა. მის აღდგენას განმეორებითი მიწისძვრები უშლიდა ხელს, 1480 წელს კი კონსტრუქციის დარჩენილი ნაწილები დაშალეს და კაიტ-ბეის ციტადელის მშენებლობისთვის გამოიყენეს.
შუქურის ძებნა არქეოლოგებმა გასული საუკუნის 60-იან წლებში დაიწყეს. 1995 წელს ნაპირზე შუქურის ბლოკებისა და არტეფაქტების ფრაგმენტების ამოტანა დაიწყო. ისინი ახლა ალექსანდრიის მუზეუმებშია გამოფენილი.
ამის შემდეგ წყალქვეშა სამუშაოები ალექსანდრიაში მხოლოდ ახლა განახლდა. სპეციალისტებმა ნაპირზე უკვე 22 მასიური ბლოკი ამოიტანეს, მათ შორის უზარმაზარი კარიბჭის ნაწილები და საძირკვლის ფილები.
არქეოლოგების მიზანი ამ არქიტექტურული ელემენტების შესწავლა და სკანირებაა, რის საფუძველზეც შემდეგ შუქურის ვირტუალური რეკონსტრუქციის შექმნა იგეგმება. ეს მათ კონსტრუქციის მშენებლობის მეთოდებისა და დანგრევის მიზეზების დადგენაში დაეხმარებათ.
სამუშაოები პროექტის PHAROS ფარგლებში მიმდინარეობს, რომელიც ისტორიკოსებს, ნუმიზმატებს, არქეოლოგებსა და არქიტექტორებს აერთიანებს. მათი მუშაობის შესახებ 90-წუთიანი დოკუმენტური ფილმიც მომზადდება.