ტრაგედია ხობში - ცნობილი ხდება დაღუპული დედა-შვილის ვინაობა
1786046297
მეცნიერებმა მსოფლიოში ყველაზე მძლავრი მზის ტელესკოპით (Inouye Solar Telescope) მზის ზედაპირის (ფოტოსფეროს) ყველაზე მაღალი რეზოლუციის ფოტოები და კადრები გადაიღეს. მასალაზე მკაფიოდ ჩანს ენერგიის მბრუნავი გრიგალები, რომელთა დაფიქსირებაც მანამდე შეუძლებელი იყო.
ეს მოვლენა წარმოიქმნება ცხელი აირების მოძრაობის შედეგად მზის მაგნიტური ველის დახვევით. ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მეცნიერებმა მზის ზედაპირზე მიაგნეს „კელვინ-ჰელმჰოლცის არასტაბილურობის“ სახელით ცნობილ ფენომენს, როდესაც აირების ნაკადების შეჯახება მცირე რყევებს გიგანტურ გრიგალებად აქცევს.
სწორედ ეს გრიგალები წარმოქმნიან ენერგიის მძლავრ აფეთქებებს, რომლებსაც შეუძლიათ მწყობრიდან გამოიყვანონ დედამიწის ელექტროქსელები, თანამგზავრები და საფრთხე შეუქმნას ასტრონავტებს.