ცნობილია, მეტროში გარდაცვლილი 21 წლის მარიამ ტყემალაძის ექსპერტიზის დასკვნა

მარიამ ტყემალაძე

ცნობილი გახდა მეტროში გარდაცვლილი 21 წლის მარიამ ტყემალაძის საქმეზე ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. 

„მოქალაქე მარიამ ტყემალაძის სიკვდილის მიზეზია კარდიოცინების მწვავე იშემიური დაზიანების შედეგად განვითარებული გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.
  
 

21 წლის მარიამ ტყემალაძე, რომელიც თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტი იყო,  14 მაისს მეტროსადგურ "სამგორში"  მოულოდნელად ცუდად გახდა და სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.