Artemis 2-ის ეკიპაჟი მთვარისკენ აპრილში გაემგზავრება

Artemis 2-ის ეკიპაჟი

NASA-ს მისია Artemis II აპრილში მთვარისკენ გასაფრენად ემზადება. ინჟინრებმა წარმატებით აღმოფხვრეს ჰელიუმთან დაკავშირებული პრობლემა, რომლის გამოც რაკეტის გაშვება გეგმის მიხედვით ვერ მოხერხდა. საუბარია კომპანია Boeing-ის მიერ აგებულ რაკეტაზე Space Launch System (SLS).

10-დღიანი მისიის ფარგლებში 4 ასტრონავტი (აშშ-ის სამი მოქალაე - რიდ ვაისმენი, ვიქტორ გლოვერი და კრისტინა კოხი და კანადელი ჯერემინ ჰანსე) მთვარეს წრეს დაარტყამს. გაშვების სავარაუდო თარიღებად 1 აპრილი, 3-6 აპრილი და 30 აპრილი სახელდება.

ეს იქნება მთვარის გარშემო პირველი პილოტირებული ფრენა 1972 წლის დეკემბრის შემდეგ (მისია „აპოლო-17“-ის მერე).