ადამიანებს გენმოდიფიცირებული ღორის თირკმელებს გადაუნერგავენ - კლინიკური კვლევები დამტკიცდა

ექიმები

ბიოტექნოლოგიური კომპანიის, eGenesis-ის განცხადებით, აშშ-ს საკვებისა და წამლის ადმინისტრაციისგან (FDA) მიიღეს უფლება ღორის თირკმელები ადამიანებსაც გადაუნერგონ -  შესაბამისად, ძალიან მალე კვლევა ადამიანებზეც დაიწყება. ინფორმაციას CNN ავრცელებს. 

eGenesis-ი კომპანიაა, რომელიც გენმოდიფიცირებულ ღორებს ზრდის, რათა მათი ორგანოები ადამიანებში გადანერგვისთვის თავსებადი იყოს.  ამ ყველაფერს ისინი CRISPR-ის სახელით ცნობილი პროცედურით ახერხებენ. უფრო ზუსტად კი, ისინი ღორის გენომში ნახშირწყლების გამომუშავებას აფერხებენ. შედეგად, ღორის ორგანო ადამიანის ორგანიზმთან ადაპტირებადი ხდება. 

„ეს ძალიან ოპტიმისტური დროა",- აცხადებს ამერიკის თირკმლის ასოციაციის პოლიტიკისა და გლობალური ურთიერთობის თავმჯდომარე, პოლ კონვეი. 

აშშ-ში 100 000-ზე მეტი ადამიანი ორგანოების დონაციის მოლოდინშია -  86%-ს სწორედ თირკმელი სჭირდება. უმეტეს ცენტრებში, თირკმლის ლოდინის საშუალო დრო 3-5 წლამდეა.