„ყოველთვის გენდობოდი, მიყვარდი, მეიმედებოდი... ვინ ხარ, რად ხარ, საიდან ამდენი აგრესია“ - რას წერს გია ჯაჯანიძე

გია ჯაჯანიძე

ტელეწამყვანი გიორგი ჯაჯანიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და ძალიან შეიყვარა. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მისეულ დაკვირვებებს, შეფასებებს თუ გამოცდილებებს გამომწერებს ხშირად უზიარებს. ამჯერად ტელეწამყვანი მორიგ სტატუსს აქვეყნებს:

„ყოველთვის გენდობოდი, მიყვარდი, მეიმედებოდი, მჯეროდა შენი და უაღრესად დიდ პატივს გცემდი.

ერთ დილას, არ ვიცი რა მოხდა, რა იფიქრა ჩემმა გონებამ, რა იმპულსი მივიღე, რამ დამარტყა; უცბად კალენდარს შევხედე, მერე საათს დავხედე, ფანჯარასთან მივედი, ცაში ავიხედე, ძლიერი წყურვილი ვიგრძენი... წყალი დავლიე, გაოცებულმა და სახტად დარჩენილმა, ხმამაღლა წამოვიძახე: ვიცი ვინც ხარ და აღარ გენდობი, აღარ მეიმედები, აღარ მიყვარხარ და აღარც პატივს გცემ...

თავი სიზმარში მეგონა.

რა საოცარია, მთელი ცხოვრება მიყვარდი და ერთ წამში დამთავრდი.

ამოვისუნთქე, თავიდან და თვალებიდან ნელ-ნელა გავიდა ნისლი.

ვიგრძენი თავისუფლება და ამის შემდეგ დაიწყო ნამდვილი ცხოვრება.

რა საინტერესოა; არასოდეს არ მინდოდა ვინმეს ვმსგავსებოდი.

არასოდეს არ ვბაძავდი არავის.

მინდოდა და მიყვარდა ის, ვინც ვიყავი და ვინც ვარ.

არასოდეს არ მინდოდა ის, რაც სხვას ქონდა.

ადამიანი იბადება თავისი საიდუმლო კოდით,

ცხოვრობს თავისი მისიით, მერე სიცოცხლეშივე მჟღავნდება ვინ არის და გარდაიცვლება, გადადის სხვა განზომილებაში და სული განაგრძობს სიცოცხლეს.

ზოგი ადამიანი კვდება, სხეულს მიწა ჭამს და სული უკვალოდ ქრება.

ვინ ხარ, რად ხარ, საიდან ამდენი აგრესია, შური, ცილის მწამებლობა, კაცთ მოძულეობა.

დროზე მიხვდი, რატომ იტანჯები, რა ბუდობს შენში, რატომ გაქვს დაკარგული მოსვენება.

მიხვდი და გამოფხიზლდი.

დღეს დილით ზამბახი გაიშალა. ამ დროს ზამბახები არ ყვავილობენ. ეს კარგის ნიშანია.

მე მხოლოდ საკუთარ თავს ვენდობი.

მე მხოლოდ საკუთარ საქციელზე ვაგებ პასუხს.

თენდება. დილის 5 საათია“- წერს გია ჯაჯანიძე. 

✕