„ვიქნები მკაცრი, მაგრამ სამართლიანი...“ - ცნობილია, ვინ იქნება რეალითი შოუს წამყვანი

ჯი

ტელეკომპანია „რუსთავი 2 -ის“ ეთერში ახალი რეალითი შოუ, „ჰაუსი“ იწყება.

თავისუფალი, გულწრფელი, საინტერესო ადამიანების თავგადასავალი არხზე ძალიან მალე დაიწყება.

ცნობილია, რომ „ჰაუსის“ წამყვანი, მსახიობი მალხაზ ქვრივიშვილი იქნება.

„ვიქნები მკაცრი, მაგრამ სამართლიანი. ჩავატარებ შეხვედრას, სადაც 2 აუტსაიდერი გამოვლინდება. მესამე აუტსაიდერს, კი კვირის ბოსი დასვამს სკამზე“, - ამბობს ის ვიდეომიმართვაში.