ქართველ ემიგრანტ ქალს იტალიაში ქუჩაში ინსულტი დაემართა

მოხუცი

იტალიაში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი ხათუნა შარაძე სოციალურ ქსელში ქართველი ემიგრანტების მძიმე ისტორიაზე წერს.

„ბოლო დღეებში ერთმანეთზე მძიმე ისტორიები დამიგროვდა, ისტორიები, რომლებიც იტალიაში მცხოვრები ქართველების ტკივილს ასახავს.

ერთმა ქართველმა ქალმა ინსულტი მიიღო. ქუჩაში დაეცა. თვითმხილველმა ემიგრანტმა ვიდეოც გამომიგზავნა, ინსულიტის გამო სახე მოენგრაო. ეს არის ყოველდღიურობა, რომელიც აქ, ემიგრაციის სიჩუმეში გრძელდება.

რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთ ქართველ ქალს მანქანა დაეჯახა. შვილთან საუბრისას. შვილი ცას უყურებდა, როცა ტელეფონი დედას ხელიდან გაუვარდა... ქალი ახლა საავადმყოფოშია და გამოჯანმრთელების შემდეგ არ იცის, სად წავიდეს. დამსაქმებელმა ოჯახმა, მასთან დაკავშირებულ ქართველებს კარი არ გაუღო.

დღეს დილით მესენჯერში ახალი შეტყობინება მივიღე: „სახლიდან გამოგვყარეს მე და ჩემი ქმარი, 11-საათიანი სამუშაო გრაფიკი გავაპროტესტეთო“, - წერს ხათუნა შარაძე.