VIDEO: „ვაიმე როგორ ვიხალისე, გაიხარეთ ბავშვებო... - გურული ბავშვების სტუმრობამ „პატარების დიდ შოუში“ საზოგადოება აღაფრთოვანა

გურული ბაღნები

გადაცემის „პატარების დიდი შოუ“ სტუმრები გურული ბავშვები იყვნენ.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურის სკოლის მოსწავლეებმა ლუკა და მარიამ შუბითიძეებმა და ელენე ჯაშმა გადაცემაში მხიარულად ისაუბრეს.

ბავშვები მოჰყვნენ, თუ რა სიტუაციაა დღეს გურულ სკოლებში.

„ასეთები არიან გურულები, თბილები, საყვარლეები და ენამოსწრებულეები, გაიხარეთ ბავშვებო, სამივე კარგები ხართ“

„ვაიმე როგორ ვიხალისე, შემოგევლეთ ჩემო გურულო ბაღნებო, გეიხარეთ და გამრავლდით დუნიაზე“

„აი ამას ჰქვია ბავშვობა და ესენი არიან ბავშვები, მთელი ბავშვური სილაღით!“ – აღნიშნავს მაყურებელი.