VIDEO: „მოვა მაგის დროც და წავალ“ - თამო ვაშალომიძე გამომწერებს სიახლეს და გეგმებს უზიარებს

თამო ვაშალომიძე

მსახიობი და ფოტომოდელი, თამო ვაშალომიძე ვიდეოს აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ სამხრეთ კორეაში, სეულში მოგზაურობს:

როგორც „თამოსკინის“ დამფუძნებელი განმარტავს, სეულში საქმიანი ვიზიტით იმყოფება და ერთ-ერთ კოსმეტიკის საწარმოში ოფიციალური შეხვედრა აქვს დაგეგმილი.

„მქონდა 3 ქვეყნის ნახვის უდიდესი სურვილი, პირველი იყო ამერიკა, მეორე იყო სეული და მესამე არის ინგლისი. მოვა მაგის დროც და წავალ. ვეძებდი ქარხნებს კორეაში, ვნახე და დავიწყე სეულზე უფრო მეტის სწავლა. ძალიან შემიყვარდა აქაურობა“, - ამბობს თამო ვაშალომიძე.