VIDEO: „ერთდროულად სამი პატარა სიცოცხლე მოევლინა სამყაროს, სამი ტყუპი გოგო “ – გაგუას კლინიკა განსაკუთრებული შემთხვევის შესახებ

ტყუპები

„გაგუას კლინიკა“ სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ მათ კლინიკაში 17 დეკემბერს სამი ტყუპი გოგო – მარიამი, ნატალი და კატო დაიბადნენ.

კლინიკა ტყუპების დედასთან ინტერვიუს გვთავაზობს, სადაც ნინი ირემაძე ამბობს, რომ ტყუპების დაბადება მისთვის უდიდესი ემოცია იყო.

„გაგუას კლინიკაში კიდევ ერთი განსაკუთრებული ისტორია დაიწერა – ერთდროულად სამი პატარა სიცოცხლე მოევლინა სამყაროს.

სამი ტყუპის დაბადება ჩვენი გუნდისთვის დიდი ემოცია და ამავდროულად, უდიდესი პროფესიული პასუხისმგებლობა იყო. გაგუას კლინიკა – ერთად პირველი ჩასუნქთვისთვის“ – წერს კლინიკა.