„მიმაჩნია, რომ ჩვენ შევძლებთ როგორც ფასების რეგულირებას, ასევე ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვას“ - ნინო ვარდოსანიძე

ნინო ვარდოსანიძე

 თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა დაადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ საკრებულოს სხდომაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

ნინო ვარდოსანიძე თბილისის ბიუჯეტში განსახორციელებელ ცვლილებებს გამოეხმაურა, უპრეცედენტო ზრდის ტენდენციებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ბიუჯეტის ზრდა არაერთი სასიკეთო საქმის გაკეთების საშუალებას იძლევა.

ვარდოსანიძემ ასევე სასურსათო პროდუქციის ფასნამატებსა და ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით პრემიერის ინიციატივასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი.

,,რაც შეეხება კომისიას და ფასების რეგულირებას, სხვადასხვა სახის მოსაზრება მოვისმინე და ამიტომ საკითხთან დაკავშირებით ჩემს დამოკიდებულებას გაგიზიარებთ. ვფიქრობ, ამ კომისიის მუშაობა თუნდაც მხოლოდ იმიტომ იქნება საჭირო და შედეგიანი, რომ მოხდეს საკითხის საფუძვლიანად შესწავლა და შემდეგ პასუხი გაეცეს, თუნდაც ფასებთან დაკავშირებით მოარულ ხმებს.

ჩვენ კარგად გვესმის ისიც, რომ ბიზნესი თავისუფალია და ხისტი ჩარევა არ მოხდება, თუმცა, ვფიქრობ, შედეგების გარკვევის შემდეგ ბიზნესის წარმომადგენლებიც მორალური პასუხისმგებლობით იმოქმედებენ.

მიმაჩნია, რომ ჩვენ შევძლებთ როგორც ფასების რეგულირებას, ასევე ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვას’’,-განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.