ზურაბ ჩიკვილაძე დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას თბილისის 2026 წლის წლის ბიუჯეტის ზრდას მიესალმა

ჩიკვილაძე

თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას თბილისის 2026 წლის წლის ბიუჯეტის ზრდას მიესალმა.

„გამორჩეული დღე გვაქვს დედაქალაქში - 300 მილიონით მოიმატა ქალაქის ბიუჯეტმა. სწორედ ჩვენი მშვიდობიანი განვითარება გვაძლევს ბიუჯეტის ზრდის საშუალებას, რაც, თავის მხრივ, ჩვენი დედაქალაქის კიდევ უფრო მეტად განვითარებისა და მოდერნიზების საშუალებას გვაძლევს“,  -  განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

ზურაბ ჩიკვილაძე  სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საკრებულოს ფრაქცია „ხალხის ძალის“ მიერ წამოყენებულ ინიციატივას გამოეხმაურა.

„ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე მნიშვნელოვანი ინიციატივით გამოვიდა. საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან აბაშიძემ, დაგვიდასტურა, რომ, სამწუხაროდ, დედაქალაქში ჯერი კიდევ არის დარჩენილი მსგავსი დასახელების ქუჩები. ვიცი, რომ კომისია ამაზე იმსჯელებს და საკრებულო შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს. ეს ყველაზე მტკივნეული და მნიშვნელოვანი თემაა ჩვენი საზოგადოებისთვის. ბოლშევიზმთან დაკავშირებული ჩვენი ისტორია ხომ ყველაზე მტკივნეული და ტრაგიკულია. ტრაგიკული იყო ჩვენი გასაბჭოება 1921 წელს, რაც სწორედ ღოღობერიძის მსგავსი ქართველი ბოლშევიკების - მახარაძის, ორჯონიკიძის -  დახმარებით მოხდა“,- განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.