1786477975
„წელიწად-ნახევარია ერთად ვართ...“ - ვინ არის ევა ბარბაქაძის შეყვარებული და რას ამბობს მასზე
ევა ბარბაქაძე „მადისაღმძვრელი პოდკასტის“ სტუმარი იყო, სადაც შეყვარებულის შესახებ ისაუბრა.
„დაახლოებით, წელიწად-ნახევარია ერთად ვართ, მაგრამ ვიცნობ ძალიან დიდი ხანია. 8 თუ 9 წელია, მეგობრები ვიყავით... არ მეგონა, მაგრამ ასეთი ურთიერთობა უფრო ძვირფასი ყოფილა, მეგობრობიდან რომ გადადიხარ. ურთიერთობა უფრო მყარი ხდება, როცა ზრუნვა და გათვალისწინებაა, ჩემი შეყვარებულისგანაც ამას ვგრძნობ. არ ვიცი, ეს იმის ბრალია, რომ ამდენი ხანია მიცნობს, მაგრამ ვხედავ, რომ ღრმად მიცნობს, მეც რომ არ ვიცი, ჩემი თავი როგორია, ზუსტად ეგრე... ყველაფერი იცის, რა გამიხარდება, რა მესიამოვნება, როგორი სითბო უნდა გამოხატოს... ეს არის ალბათ ყველაზე კარგი ურთიერთობაში, ყველაზე მეტად ეგ ამყარებს...“, - ამბობს ევა ბარბაქაძე.












