ცნობილია, როდის დაისვენებენ მაისში სკოლები და ბაღები
1746080984
2012 წელს მომხდარმა შემთხვევამ და ამის შემდეგ მომხდარმა სასწაულმა, მთელი ქვეყანა მოიცვა - 16 წლის ლიკუნა ჩაჩიბაია კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა და საბედნიეროდ, გადარჩა. ყველაზე ცუდად რაც ახსოვს, მოარული ხმებია, თითქოს, 16 წლისამ ეს შეყვარებულის გამო გააკეთა. რეალურად, მას შეყვარებული არ ჰყოლია და ეს მხოლოდ და მხოლოდ უბედური შემთხვევა იყო.
დღეს ლიკუნა შემდგარი და წარმატებული ქალია. მის ანგარიშზე სპორტული ტიტულებიც უხვადაა.
View this post on Instagram
უკვე რამდენიმე წელია, გვერდით საყვარელი ადამიანი ჰყავს და როგორც თავად ამბობს, ტაეკვანდოელების წყვილია. მისი რჩეული ტიტულოსანი ტაეკვანდოელი ბექა ქავთარაძეა.
„პირველად სალიცენზიო შეჯიბრზე ვნახე, ბულგარეთში. მაშინ 2020 წლის ტოკიოსთვის ვემზადებოდით. ზედ რომ არ მიყურებდა, მეთქი, ვინ არის ეს თავხედი ბიჭი (იცინის). თუმცა, ისედაც ვიცნობდი. შემდეგ, გვქონდა ვარჯიშები ერთად, ძირითადად, სულ ერთ გარემოში გვიწევს ყოფნა და მოხდა ისე, როგორც ახლა არის.
სიყვარულში პირველი მე გამოვუტყდი, მე დავუმსხვრიე ყველანაირი სტერეოტიპი, რომ გოგო არ უნდა გამოტყდეს პირველი. ვაქტიურობდი და შესაბამისად, ამ აქტიურობამ შედეგი გამოიღო“, - იხსენებს ლიკუნა.