1769284719
შრი-ლანკაზე მსოფლიოში უმსხვილესი იასამნისფერი საფირონი წარადგინეს
შრი-ლანკის უმსხვილეს ქალაქ კოლომბოში პირველად წარადგინეს უნიკალური ძვირფასი ქვა - 3563 კარატის წონის იასამნისფერი საფირონი, სახელად „წმინდა მიწის ვარსკვლავი“.
Associated Press-ის ცნობით, ქვა 2023 წელს, რატნაპურას რაიონში აღმოაჩინეს, რომელიც ცნობილია როგორც „ძვირფასი ქვების ქალაქი“. საინტერესოა, რომ თავდაპირველად ის სხვა ქვების პარტიასთან ერთად შეიძინეს და მფლობელებმა მისიი ნამდვილი ღირებულების შესახებ მხოლოდ 2 წლის შემდეგ გაიგეს. მათ ექსპერტიზა ორ სხვადასხვა ლაბორატორიაში ჩაატარეს. როგორც გემოლოგმა კონსულტანტმა, აშან ამარასინგემ განმარტა, ქვა ავლენს იდეალურ ასტერიზმს - ოპტიკურ ეფექტს ექვსქიმიანი ვარსკვლავის სახით, რაც მას განსაკუთრებულს ხდის.
გემოლოგების განცხადებით, ეს მსოფლიოში ყველაზე დიდი ასეთი საფირონია. მისი ღირებულება, წინასწარი შეფასებით, 300-დან 400 მილიონ დოლარამდე მერყეობს. მფლობელები უკვე მზად არიან განიხილონ ამ იშვიათი ქვის გაყიდვის შეთავაზებები, რომელმაც შესაძლოა ძვირფასეულობის ბაზარზე ყველა რეკორდი მოხსნას.











