„სანამ სცენაზე ვიდგები, ყოველთვის „ინათებს“ ჩემი თეოს სახელი - დათო კენჭიაშვილის ემოციური შესრულება

დათო კენჭიაშვილი

7 მარტს, გურჯაანის კულტურის ცენტრში მომღერლისა და კომპოზიტორის, დათო კენჭიაშვილის სოლო კონცერტი გაიმართა.

დათო კენჭიაშვილმა, სიმღერა – „ინათებს“ 2010 წელს ტრაგიკულად დაღუპული თეონა ქუმსიაშვილის ხსოვნას მიუძღვნა.

„სანამ სცენაზე ვიდგები, ყოველთვის „ინათებს“ ჩემი თეოს სახელი.


„ინათებს“ – ტექსტის და მუსიკის ავტორი: თეონა ქუმსიაშვილი“, – წერს დათო კენჭიაშვილი სოციალურ ქსელში და კონცერტზე გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს.