„საკმაოდ დიდი ტკივილი მქონდა...“ - ინფლუენსერი მარიამ გველესიანი კლინიკაში იმყოფება

მარიამ გველესიანი

2023 წელს ინფლუენსერმა მარიამ გველესიანმა ფეხზე სერიოზული ტრავმა მიიღო. წინასაახალწლოდ, მოიტეხა კოჭი და ტერფი რამდენიმე ადგილას, წვივის ძვალი კი ოთხ ადგილას. რთული ოპერაციის შემდეგ, რკინები ჩაუსვეს და ასევე რთული რეაბილიტაციის პროცესის გავლაც მოუწია.

ამჯერად, მარიამს კიდევ ერთი ოპერაცია დასჭირდა, ფეხიდან რკინების ამოღება იყო საჭირო. როგორც თავად წერს, ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

„ოპერაცია წარმატებით დასრულდა. მადლობა ღმერთს და ჩემს ადამიანებს, რომლებიც გვერდით მყავს. 

ანესთეზიის მერე მორფი გავაკეთებინე, საკმაოდ დიდი ტკივილი მქონდა. მთელი ღამე სისხლი მდიოდა ფეხიდან,“ - წერს ინფლუენსერი.